მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მე მგონი, ქმნის მხედრიონს და კიდევ უფრო გამარგინალდება თავისი გაცვეთილი მეთოდებით”

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მე მგონი, ქმნის მხედრიონს და კიდევ უფრო გამარგინალდება თავისი გაცვეთილი მეთოდებით”

„ნაციონალური მოძრაობა“ მე მგონი, ქმნის მხედრიონს და კიდევ უფრო გამარგინალდება თავისი გაცვეთილი მეთოდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის “ მიერ იურისტთა ჯგუფების შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, „იურიდიული ჯგუფის შექმნა, რომელიც სამართალდამცავების ფუნქციებს შეითავსებს, არის სრული მარაზმი”.

„ეს შეიძლება მხოლოდ „ნაციონალს“ მოუვიდეს თავში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აჭარაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” იურისტთა ჯგუფი შექმნა, რომელიც იმ სამართალდამცავთა და საჯარო მოხელეების საქმიანობას შეისწავლის, რომლებმაც 20 ივნისიდან დღემდე, აქციების დროს მოქალაქეთა უფლებები დაარღვიეს და იძალადეს.