ქვეყნის ჩაბარებასთან დაკავშირებით მიდის ინტენსიური მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა, სადაც თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც დეკემბერშია დაანონსებული, კონფერენცია მიმდინარეობს.
"სხვათაშორის, კულტურის ცენტრების გახსნა ეს აპრობირებული მეთოდია და ამის ავტორობას რუსეთს ვერ დავაბრალებთ. დიდი ქვეყნები ქმნიან კულტურულ ცენტრებს ამა თუ იმ ქვეყანაში გავლენების მოპოვებისთვის. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა კულტურული ცენტრები ახლო აღმოსავლეთში, მესამე ქვეყნებში. ეს არის უბრალოდ დავერბოვკება, გავლენების მოკრება ამა თუ იმ ქვეყანაში. რუსეთის ინტერესები რა თქმა უნდა, ცნობილია, მაგრამ აქ მთავარი არის ჩვენი ხელისუფლების მოღალატური ქმედებები - ქვეყნის ჩაბარებასთან დაკავშირებით მიდის ინტენსიური მუშაობა. იმედი მაქვს, დღევანდელი შეკრების შემდეგ საზოგადოება და ჩვენი თანამემამულეები უფრო ფხიზლად ვიქნებით", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ქართული პოლიტიკის" ორი ნეხვის ბოჩკა: "მალიშა"/ კაკო ასათიანი/ და გუბაზა! მათხოვრები!
ათიანი/ და გუბაზა! მათხოვრები!