ირაკლი კობახიძე:  გუნდში ვიმსჯელებთ ყველა ვერსიაზე, მათ შორის იმ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ შემოგვთავაზეს - ვნახოთ, საით წავა პროცესი

ირაკლი კობახიძე:  გუნდში ვიმსჯელებთ ყველა ვერსიაზე, მათ შორის იმ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ შემოგვთავაზეს - ვნახოთ, საით წავა პროცესი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემოთავაზებულ ყველა ვარიანტზე მსჯელობა გაიმართება.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებას ე.წ. გერმანული მოდელისგან დამოუკიდებელი საარჩევნო ცვლილება შესთავაზეს, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება.

„ზოგადად გვექნება გუნდში მსჯელობა ყველა ვერსიასა და ვარიანტთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ იქნა შემოთავაზებული. ვნახოთ, საით წავა პროცესი.

დადგა გარკვეული იდეა დღის წესრიგში, საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ ამ იდეის ავტორები. „გერმანული მოდელისგან“ დამოუკიდებლად საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება, ამაზე იქნება მსჯელობა და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება“,- განაცხადა კობახიძემ.

სოციალისტი ბატონო ირაკლი ვინ საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგთავაზეს, ვისზე ან რაზე ლაპარაკობ?! გრინპისმა თუ ჰუმანვოჩრაიტმა?! ანონიმური წყაროები გყავთ?!
5 წლის უკან