გია აბაშიძე: „დიდად ვერ ვერკვევი ამ „გერმანულ მოდელებში” და იქნებ იქ, თბილისში უთხრათ“....

გია აბაშიძე: „დიდად ვერ ვერკვევი ამ „გერმანულ მოდელებში” და იქნებ იქ, თბილისში უთხრათ“....

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

ამ კვირა ღამეს, საინტერესო განსახილველი თემა შემოგვთავაზეს პოლიტიკურმა აქტიორებმა. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა, საარჩევნო ოლქების გამსხვილება, გამსვლელი Top-7 თუ 4 და ა.შ. უამრავი შეკითხვა, გაურკვევლობა, „ჩაგუგლვა“ (ვინც სპეციალისტია და აინტერესებს), მოძიებულ მასალებში სისტემის უამრავი დადებითი და უარყოფითი მხარე; ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციებს გადამზადების, გაგების სირთულე და სხვ.

ახლახანს, ჩვენი საგარეოსა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი პროექტის ეგიდით, მქონდა მორიგი კამპანიური შეხვედრა ევროატლანტიკური ინტეგრაციის სიკეთეებზე მარტვილის რაიონის ინტელექტუალებთან - პედაგოგებთან [არ მიწყინონ დედაქალაქელებმა და რეგიონების პედაგოგებისადმი ყოველთვის მაქვს და მექნება განსაკუთრებული პატივისცემა. მათ ჩვენი უამრავი ღვაწლმოსილნი აღზარდეს].

შეხვედრამდე და შემდეგ, მარტვილის ქუჩებში ფეხით გავიარე, ვუსმენდი ადგილობრივთა საუბრებს, წუხილებს. და რა იყო მათი მთავარი? ბანკის, ლომბარდის პროცენტების დროულად დაფარვა, ახალი წლის ღირსეულად შეხვედრა, აგრარული თემები...

მარტვილის მუნიციპალიტეტში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი სკოლის დირექტორი მოვიდა და კერძო საუბრისას მითხრა: დიდად ვერ ვერკვევი ამ „გერმანულ მოდელებში” და იქნებ იქ, თბილისში უთხრათ, რომ ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა და გადაწყვეტილებებს იღებს საარჩევნო ყუთთან!

მე კი ვწერ - იქნებ დაფიქრდნენ არჩეულები და ასარჩევადები...

სოციალისტი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების, მოწესრიგები მომხრეებმა რა ვქნათ?! თუ უმცირესობა ვართ რატომ არ გვესარჩლება ქალბატონი სახალხო დამცველი და მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია?!
5 წლის უკან