კოკა ყანდიაშვილი: დღეს, ზურაბ ჟვანია 56 წლის გახდებოდა – რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო რომ არ მოეკლათ?!

კოკა ყანდიაშვილი: დღეს, ზურაბ ჟვანია 56 წლის გახდებოდა – რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო რომ არ მოეკლათ?!

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შესახებ წერს:

“დღეს, ზურაბ ჟვანია 56 წლის გახდებოდა.

მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე, მობილურით ვისაუბრეთ, ასე მითხრა: ხვალე ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო……. კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა…..

ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით, მიუხედავად ამისა – არასოდეს მიმიმართავს მისთვის “შენობით” (ამაზე ბრაზობდა )

მიხარია, დღეს ჩვენი შვილები რომ მეგობრობენ.

ზურას – ნინომ ძალიან კარგი შვილები გაუზარდა – აი ისეთი, მამის გულს სიამაყით რომ აავსებს.

გაანთლოს ღმერთმა ამ კაცის სული.

მენატრება ხოლმე ზურა.

რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო – ზურა რომ არ მოეკლათ?!” – წერს ყანდიაშვილი

Gami ღმერთმა აცხონოს; რა უბედურებას გადაარჩენდა არ ვიცი, მაგრამ შევარდანძესთან და მოქალაქეთა კავშირი რომ უბედურება იყო ქვეყნისთვის ეს ნაღდთა ვიცი; გაყალბებული არჩევნების დანერგვით, ნეო კამსამოლების მოსვლით, ზვიადის სიკვდილით, სააკაშვილის ჩამოთესვლით, მისი შანტრაბით, სოხუმის და ცხინვალის დაკარგვით და ა. შ...
4 წლის უკან
სოციალისტი დღეს რომ ამ საქართველოში ასე ამყრალებული ვითარებაა, ამ მყრალა ხის ფესვებთან იდგა ჟვანია და წყალს უსხამდა!
4 წლის უკან
Maverick კოკა, უფრო უკეთესი იქნებოდა ნაცბოზბანდასთან რომ არ შეეკრა კავშირი...
4 წლის უკან