ირაკლი კობახიძე: „ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან“

ირაკლი კობახიძე: „ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან“

 

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად. ამის შესახებ მან სასტუმრო რედისონში, ევრონესტის ღონისძიების დაწყების წინ განაცხადა.

„თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ისინი ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად და მსჯელობა ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება“,- აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ ვარიანტზე გუნდში მსჯელობა იქნება.

„მათ წარმოადგინეს ვარიანტი გერმანული მოდელის ფარგლებში და გერმანული მოდელისგან დამოუკიდებლად პარტნიორებმა შემოგვთავაზეს იდეა. ამაზე გუნდში მსჯელობა იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.