დღეს პანკისის ხეობაში, იქ მცხოვრები სხვადასხვა გვარის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ინიციატორები ხეობაში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე ერთ-ერთი გვარის, მუთოშვილების წარმომადგენლები არიან.
„შეხვედრის ინიციატორები ჩვენი გვარის მამაკაცები არიან. ყველას აზრს მოისმენენ. შერიგების საკითხი ჯერ არ დაძრულა. ქალებს არ გვინდა სისხლის აღება, მაგრამ ეს მამაკაცების გადასაწყვეტია. ვნახოთ, რას იტყვის დანარჩენი მოსახლეობა“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ლუიზა მუთოშვილმა.
პანკისის ხეობაში დაპირისპირების დროს 38 წლის მისური მუთოშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება კონფლიქტის დროს დაჭრილი სამი პანკისელი.