„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.
„ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ დღეს, 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს სათამაშო ბიზნესის ქართულ ბაზარზე უნიკალური ინიციატივის დეტალები გააცნო. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ევროპაბეთის ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე.
„გვესმის, რომ სათამაშო ბიზნესი გარკვეულ რისკს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ „ევროპაბეთის“ მომხმარებელთა უმრავლესობა თამაშს გართობის საშუალებად მიიჩნევს და მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობს, მაინც არიან მოთამაშეები, ვისთვისაც თამაში შესაძლოა, პრობლემური გახდეს“, – განაცხადა ლაშა გოგუამ.
მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში 2020 წლიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს შესთავაზებს ონლაინ ხელსაწყოებს, რაც უპრეცედენტო იქნება ქართული სათამაშო ბაზრისთვის. ესენია: რეალობის შემოწმების შეტყობინება, თვითშეფასების ტესტი, მოთამაშის რჩევები, 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის, პრობლემური მოთამაშეების თერაპია, გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში.
ამასთანავე, კომპანია სრულად ამბობს უარს გარე რეკლამაზე, საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში, ინტერნეტრეკლამა გაკეთდება მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვით.
საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონი ლარს დახარჯავს.
აღნიშნული კონცეფციის პირველი ფაზა „ევროპაბეთის“ მიერ ბრენდ ამბასადორად ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს მოწვევა იყო, რომელიც
მომხმარებლებში აჟღერებდა მთავარ გზავნილს: „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“.
ევროპაბეთი 4 წლის წინათ გაიყიდა და მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის მფლობელობაში. BETSSON გლობალური კომპანიაა, ლეგალურად ოპერირებს 10 სხვადასხვა ქვეყანაში და გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა, სხვა ბენეფიტებთან ერთად, ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებასაც მოიაზრებს.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ევროპაბეთის ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე.
ვიდეოს ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=AOyEt_7frEw&fbclid=IwAR1515lzD_rSBjli4aUVDq53GBqtIUx1E0k0nRRMjIsg6mVxnv3DL2hv8A8