"კოჰაბიტაცია შეცდომა არ იყო" - სოზარ სუბარი "ოცნების" ბოლოდროინდელი ხაზის წინააღმდეგ

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ამბობს, რომ კოჰაბიტაცია შეცდომა არ იყო. "პალიტრანიუსის" წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა კოჰაბიტაცია და უნდა დასრულდეს თუ არა ის, სუბარი აცხადებს, რომ კოჰაბიტაცია აბსოლუტურად არ ყოფილა შეცდომა, პირიქით, აუცილებელი იყო.

„კოჰაბიტაცია ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველი, საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელსაც ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი ვადა და მასთან თანამშრომლობა აუცილებელი იყო, რა დონეზეც შესაძლებელია სააკაშვილთან თანამშრომლობა და ამას ვახერხებდით. სააკაშვილის პრეზიდენტობის დამთავრების შემდეგ, პირველი კოჰაბიტაციის დამთავრებაზე განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მან თქვა, რომ კოჰაბიტაცია მისი არჩევის დღეს დასრულდებოდა, მაგრამ კოჰაბიტაცია ამის შემდეგაც გაგრძელდა. თვითმმართველობის აბსოლუტური უმრავლესობა, მერები იყვნენ არჩეული, მათთან თანამშრომლობაც აუცილებელი იყო. მე ამ შინაარსს ვდებ კოჰაბიტაციაში და ეს იყო სწორი, როდესაც მათი ვადა დასრულდა, კოჰაბიტაციაც დასრულდა“, - აცხადებს სოზარ სუბარი.