ქისტი ქალი ზაზა ურუშაძეზე: “მან აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა

ქისტი ქალი ზაზა ურუშაძეზე: “მან აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა"

საქართველოში მცხოვრები ქისტი ქალბატონი, ნონა ხანგოშვილი რეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალებას ეხმურება. ხანგოშვილი წერს, რომ რეჟისორმა დატოვა უკვდავი კვალი ჩვენს ცხოვრებასა და თავის შემოქმედებაში...

"ვერ წარმომიდგენია მისი სიკვდილი... სიცოცხლით სავსე ზაზა ურუშაძე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, საოცრად ადამიანური და დიპლომატი შემოქმედი, უნიჭიერესი რეჟისორი, ხელოვანი...

მასთან ყოველი საუბრისას კინოსამყაროს ახალი ჰორიზონტები იშლებოდა, პირადად ჩემთვის ცხოვრების უცხო და ახალი განზომილებების აღმოჩენა იყო კინოსამყაროს სახით.

ის საოცრად სამართლიანი და ღირსეული იყო...

ბოლოს ერთი თვის უკან შემეხმიანა... მადლობა გადამიხადა საქართველოს სიყვარულისთვის.

მეამაყებოდა, რომ "მანდარინების" რეჟისორი იყო და აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა "მანდარინების" სახით...

ეს იყო ფილმი ადამიანურ, უშუალო ურთიერთობებზე, რომ არ ღირს და თუ ღირს უნდა იცოდე სად აღმართო მახვილი, უნდა იცოდე, რომ ყველაზე ბასრი მახვილიც კი უძლურია ადამიანობის წინაშე...

ზაზამ ბრძოლის გარეშე მოიპოვა უანგარო, დაუყვედრებელი და ნაპატიები სიცოცხლე, ადამიანური ურთიერთობა ორ მოძმე ერს შორის. დატოვა უკვდავი კვალი ჩვენს ცხოვრებაში და თავის შემოქმედებაში...

ძალიან ვწუხვარ... ვიზიარებ საქართველოს წუხილს... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...

შემოდგომის ღამეს კიდევ ერთი ვარსკვლავი მოწყდა ცას, ჩაქრა და მიისვენა მარადისობაში..." - აცხადებს ნონა ხანგოშვილი.