ვახტანგ ხმალაძე: ბიუჯეტის ჩაგდება ვადამდელ არჩევნებს არ გამოიწვევს

ვახტანგ ხმალაძე: ბიუჯეტის ჩაგდება ვადამდელ არჩევნებს არ გამოიწვევს

„ბიუჯეტის ჩაგდება ვადამდელ არჩევნებთან კავშირში არ არის, რადგან, ახალი კონსტიტუციით, ბიუჯეტის ჩაგდება ვერ გახდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დასაწყისი, ეს იყო ძველი კონსტიტუციით“, - ასე  ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ექსპერტთა მოსაზრებას, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზნით, მმართველმა გუნდმა შესაძლოა ბიუჯეტი ჩააგდოს.

„ბიუჯეტის ჩაგდება ვადამდელ არჩევნებთან კავშირში არ არის, რადგან ახალი ბიუჯეტის  ჩაგდება ვერ გახდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დასაწყისი, ეს იყო ძველი კონსტიტუციით, რაც ხანგრძლივი პროცესი იყო.

„იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიღებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადაწყვტილებას, ამას ამ გზით გააკეთებს: პრემიერი დაწერს განცხადებას გადაგომის შესახებ; შესაბამისად, უნდა შეიქმნას ახალი მთავრობა. პარლამენტი ჩააგდებს კანდიდატურას და ნდობას არ გამოუცხადებს; დადგება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი. 

„ან პრემიერი არ გადადგება, პარლამენტის წინაშე დააყენებს ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხს, თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს ახალ მთავრობას, მაშინ პრემიერი მიმართავს პრეზიდენტს და პრეზიდენტი დანიშნავს რიგგარეშე არჩევვნებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.