სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოფლის გაძლიერებაზე ისაუბრა და თხოვა სამღვდელოებას, იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობის განვითარების.
„თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას“, - განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორის განცხადებით, საზღვარგარეთ წასვლა, მოხუცი ადამიანების მოვლა ცუდი არ არის, თუმცა უცხოეთში წასვლას სჯობს, საკუთარ მამულს და მიწას მივხედოთ.
„მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან.
ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო“, - განაცხადა ილია მეორემ ქადაგების დროს.
მე პატარა ქართველი ვარ
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.
ქართლ-კახეთი, იმერეთი
გურია და სამეგრელო,
რაჭა ლეჩხუმ ჯავახეთი
და მესხეთი სასახელო,
ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი,
სვანეთი და აფხაზეთი,
ძველი ტაო, იმერხევი,
საინგილო და ლაზეთი,
მთიულეთი საარაკო
და აჭარის ზღვა და მდელო
ყველა ჩემი სამშობლოა -
საყვარელი საქართველო.
ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთისმშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი.
ხან თუ მტერი აოხრებდა
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დადგომია,
დრო დავითის და თამარის!..
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მე სიცოცხლე და სიკვდილი.
თუ საჭიროდ ჩათვლით ეს ლექსი ასწავლე შვილებს!