რომან კაკულია ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე:

რომან კაკულია ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე: "დიალოგი გარკვეულწილად ნიშნავს დათმობის მზაობას"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

კაკულია აცხადებს, რომ , დიალოგი გარკვეულწილად დათმობის მზაობას ნიშნავს .

„ზოგადად, როდესაც არსებობს დიალოგის სურვილი, ცხადია, დიალოგი გარკვეულწილად ნიშნავს დათმობის მზაობას. სხვა შემთხვევაში, დიალოგი აღარ ჰქვია ამას. როდესაც არის მზაობა დიალოგის, ორივე მხარე მოუწოდებს, საკუთარ თავში ეძებონ დათმობის რესურსები. სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებები, როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ამ პრინციპით იხელმძღვანელებს", - განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. აღნიშნული შეხვედრა 18:00 საათზე, სასტუმრო "შერატონშია" დაგეგმილი.