გიორგი მარგველაშვილი:

გიორგი მარგველაშვილი: "ოცნება“ რომ ვიყავით ოპოზიციაში, ტვინი ძალიან გახსნილი გვქონდა

საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას" ეთერში ამბობს, რომ მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა ეს ყველაფერი უმრავლესობას დაავიწყდა.

"დღეს, რომ ვუყურებ ოპოზიციონერებს ძალიან კარგად მსჯელობენ, ხელისუფლებაში, რომ იყვნენ მაშინ დაავიწყდათ ეს ყველაფერი. „ქართული ოცნება" რომ ვიყავით ოპოზიციაში ტვინი ძალიან გახსნილი გვქონდა, ვიცოდით, რომ პროპორციული არჩევნები, თავისუფალი მედია, დემოკრატიის გაღრმავება კარგია, ეს კარგად ვიცოდით, მაგრამ როდესაც დავიკავეთ თანამდებობები უმეტესობას დაავიწყდა ეს ყველაფერი. მთელი ეს პრინციპები ნაცნობია. უნდა გვქონდეს იმის ძალა, რომ როდესაც იკავებ ხელისუფლებას, არ უნდა გეგონოს, რომ ის ყველაფერი სისულელე იყო" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სოციალისტი დები იშხნელები მღეროდნენ - "არ დაიჯერო, არ დაიჯეროოო..... თ! )))
5 წლის უკან
სოციალისტი აბა გვითხარი ბატონო ფილოსოფოსო გიორგი, როგორ გესახება რეალურად თავისუფალი მედია? 2. რამდენად თავსებადი იქნება ასეთი მედია საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის ანუ საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცებისათვის?!
5 წლის უკან