პროპორციული სისტემის კიდევ ერთი მოკრძალებული ხიბლი - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ზესაშვილი
ჩვენთან ძალიან ახლოს არის ერთი ქვეყანა სადაც რეგულარულად და კანონების სრული დაცვით ტარდება არჩევნები. ეს ქვეყანა არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ეჭვს იწვევს - ირანის პრეზიდენტის (სახელმწიფოში მეორე პირი) არჩევნებში კანდიდატები რეგისტრირდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს ნორმალურია რადგან ირანში არჩევნებს ატარებს შსს-ს შესაბამისი განყოფილება, მაგრამ რეგისტრაციის შემდეგ კანდიდატების საბოლოო შერჩევას აკეთებს სპეციალური "ექსპერტთა საბჭო" რომელიც შედგება 86 უმაღლესი სასულიერო პირისგან. ამ საბჭოს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე უარი უთხრას ნებისმიერ კანდიდატს და კანდიდატი მოიხსნება არჩევნებიდან ....
ეხლა რატო გამახსენდა ეს საკითხი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით:
თუ ჩვენ გადავალთ მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ გვაქვს კლასიკური პოლიტიკური პარტიები და "პარტიები" თავის სრუქტურით წარმოადგენენ დახურულ, გაუმჭვირვალე ორგანიზაციებს და მაშინ როდესაც დიდი ალბათობით მოსალოდნელია რომ მომავალ პარლამენტში შევიდეს მაქსიმუმ 10 "პარტია", ასეთ სიტუაციაში დეპუტატობის კანდიდატი გახდება მხოლოდ ის პირი რომელსაც "მოიწონებს" ამ 10 "პარტიის" ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერი.
ჩამი აზრით ცოტა უცნაური "სამართლიანობისკენ" მივდივართ
პ.ს. ირანში ასეთ "ფილტრს" მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატი გადის