რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი რეჟისორი, ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. “2020NEWS“-ის ინფორმაციით,  გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ვაკის საცურაო აუზზე მოხდა. ამ დროისთვის საცურაო აუზი დაკეტილია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე 1966 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა.

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 2013 წლის 9 მაისიდან იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე.

2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.