ხელისუფლებებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე სხვანაირი გამოფხიზლება, ზოგჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ზოგჯერ ზუგდიდიდან, ზოგჯერ კი თბილისის ქუჩებიდან

ხელისუფლებებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე სხვანაირი გამოფხიზლება, ზოგჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ზოგჯერ ზუგდიდიდან, ზოგჯერ კი თბილისის ქუჩებიდან

ხელისუფლებებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე სხვანაირი გამოფხიზლება, ზოგჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ზოგჯერ ზუგდიდიდან, ზოგჯერ თბილისის ქუჩებიდან, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. ამასთანავე, უსუფაშვილმა განმარტა, რომ აუცილებელია ყველაფერი სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესს დაუბრუნდეს, თუმცა მისი თქმით, ამისთვის ხელისუფლება გონივრული კომპრომისისთვის მზად უნდა იყოს.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქუჩაში კანონები არ მიიღება. ანუ, ჩვენ როდესაც ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს იმ მოდელის, რომელიც მაჟორიტარების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გვესმის, რომ ეს სწორედ პარლამენტში უნდა განხორციელდეს. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლება მზად იყოს შესაბამისი მუშაობისთვის. როგორც კი ხელისუფლება ამისთვის მზად იქნება, მე გაძლევთ პირობას, აქ რომ ვიყო შეხვედრაზე, აქედანვე გავიქცეოდი და მივიღებდი ამაში მონაწილეობას. ყველაფერი უნდა დასრულდეს შეთანხმებით, ცივილიზებულად, მაგრამ ხელისუფლებებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე სხვანაირი გამოფხიზლება, ზოგჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ზოგჯერ ზუგდიდიდან, ზოგჯერ თბილისის ქუჩებიდან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესს, ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლება მზად იყოს გონივრული კომპრომისისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.