გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მებაღე არ არის? აბა რა არის?

გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მებაღე არ არის? აბა რა არის?

"მებაღე არ არის, აბა რა არის?!" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, გადაცემა "360 გრადუსის" წამყვანის რეპლიკაზე, რომ ივანიშვილმა თავად თქვა, ერჩივნა მებაღე ყოფილიყო, ვიდრე პოლიტიკოსი.

"პოლიტიკოსებს რგავს, თხრის, კრიჭავს? აბა რას აკეთებს, მებაღე არ არის ეხლა? მებაღედ მუშაობს. 2013 წელს, ჩემს წამოსვლამდე მათგან, ივანიშვილის მავალჯერადი თხოვნით ჩასული ვიყავი ურეკში და ვუთხარი, რომ თუ სამართლებრივად პოლიტიკური ვერდიქტი გამოსატანია, უნდა გამოვიტანოთ ახლა, თორემ მერე გვიან იქნება-მეთქი. იცით რა მიპასუხა? შენ რას ამბობ, ახლა მიშას აწყობსო. მოგვივიდა კამათი და ამით დამთავრდა. დღეს, 7 წლის მერე რომ გაუსკდებათ პრინციპულობის ბუშტი და სისხლიანი 9 წელი რომ გაახსენდებათ აბსოლუტურად გაუგებარ ადამიანებს, რომლებიც იმ სისხლიანი 9 წლის დროს ბუჩქებში ისხდნენ, ან იგივე რეჟიმს ემსახურებოდნენ მდინარაძე-ზარდიაშვილები", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კ ა ხ ე ლ ი ხუხაშვილის ლოგიკა დაახლებით ასეთია: ბაღი რუსულად არის "სად". მაშასადამე, "მებაღე" - სადისტია. ბიძინა მას სწორედ მებაღესავით, ანუ სადისტურად მოექცა, როცა "ოცნების ბაღიდან" ამოძირკვა და არ გაახარა იქ. :)
4 წლის უკან
Gami ჭუტავიზიის ლოგოა ეს სირი!
4 წლის უკან