გიორგი გახარია: ქვეყანაში, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის

 გიორგი გახარია: ქვეყანაში, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის

 


ქვეყანაში, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.


გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დედაქალაქის მერი კახა კალაძე.


როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, კახა კალაძე არის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი.


„კალაძე არის თბილისის საუკეთესო წარმატებული მერი. იგი ძალზედ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ქალაქში, არის მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი ქვეყანაში, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის. რაც უფრო ძლიერი მსგავსი პოლიტიკოს პოლიტიკოსი გვეყოლება გუნდში, მით უფრო წარმატებული იქნება „ქართული ოცნება. უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ალბათ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.