ბათუმში გიორგი გახარიას შეძახილებით დახვდნენ

ბათუმში გიორგი გახარიას შეძახილებით დახვდნენ

ბათუმის საზღვაო აკადემიასთან ხმაური იყო. შენობიდან გამოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც დღეს აკადემიის სტუდენტებს შეხვდა, ხმაურით დახვდნენ ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები. ისმოდა შეძახილები და საყვირების ხმა.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ პრემიერთან მისვლა და გასაუბრება სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა. გახარიამ ტერიტორია უკვე დატოვა