კახა კალაძე: ოპოზიციასთან დიალოგი პრობლემა არ არის

კახა კალაძე: ოპოზიციასთან დიალოგი პრობლემა არ არის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი პრობლემა არ არის.

„უკვე იყო შეხვედრა, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სადაც კიდევ ერთხელ ერთხელ გაკეთდა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შემოთავაზებული საარჩევნო მოდელის - ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე განხორციელება შეუძლებელია. შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

თუ არის კიდევ რაიმე სხვა დამატებითი შეხვედრის აუცილებლობა, მე პრობლემას ვერ ვხედავ", - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

სოციალისტი ბატონო კახა ოპოზიციასთან საუბრის პრობლემა როგორ არ არის ვერ გავიგე?! ესენი და ამათ მიერ გაბრიყვებული ე.წ. ახალგაზრდობა მონას, მატყუარებს და გადამგდებებს გეძახიან. გაგინებენ და გაფურთხებენ, პარლამენტს, თქვენ, პარტიის ტავმჯდომარეს, მთავრობას! ამის მერე ამათთან უნდა დასხდეთ და საქვეყნო საქმეებზე ილაპარაკოთ??!! საკვირველია თქვენი პოზიცია!
4 წლის უკან