წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას დიდ სიურპრიზს უმზადებს

წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას დიდ სიურპრიზს უმზადებს

სანდო წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას დიდ სიურპრიზს უმზადებს და როგორც `ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს~ თავმჯდომარე უახლოეს ხანებში აპირებს შევიდეს პარლამენტში ინიციატივით: ხელახლა დადგეს კენჭისყრაზე 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარების საკითხი.”- ამის შესახებ წერია სტატიაში, რომელიც “საერთო გაზეთი”-ს მთავარ რედაქტორ ვახტანგ ხარჩილავას ეკუთვნის.

პროექტში შეტანილი იქნება მცირეოდენი ხასიათის ცვლილებები, რაც იურიდიულ მოტივს შექმნის პროექტის განმეორებით კენჭისყრისთვის.

წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების შესახებ სანდო ადამიანების ვიწრო წრეში განუცხადებია და ისიც დაუმატებია, რომ გადაწყვეტილებას ის ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შიშის გამო კი არ იღებს, არამედ იმის გამო, რომ სურს 2020 წელს ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც ოპოზიციას, განსაკუთრებით კი `ნაცმოძრაობას~, საბოლოოდ მოუსპობს ყველანაირი პრეტენზიის საფუძველს.

2020 წლის არჩევნები უნდა გახდეს ქვეყნის სტაბილურობის გარანტი და არა ახალი საბაბი დაპირისპირებისა და კონფრონტაციისა, ამიტომ სჯობია, დავუბრუნდეთ ჩვენს თავდაპირველ ინიციატივას და ეს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩავატაროთ, რასაც ასე დაჟინებით ითხოვს ოპოზიცია და რაც, როგორც ვთქვით, ჩვენგან შეთავაზებული ინიციატივაა, _ განუცხადებია ბიძინა ივანიშვილს.

ის დარწმუნებულია, რომ `ქართული ოცნება~ პროპორციული სისტემითაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და კოალიციური მთავრობის შექმნის პრობლემა არ დადგება.

ის იმაშიც დარწმუნებულია, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს უფრო ადვილად დაითანხმებს მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობას მხარი დაუჭირონ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არანაირი ზეწოლა არ მოუხდენია იმ მაჟორიტარებზე, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს. მათ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებების მიხედვით მიიღეს და არა ვინმეს კარნახით და დირექტივით.

ეს რომ სიმართლეს შეესაბამება, ამას თუნდაც ის ფაქტი ამყარებს, რომ ამ ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ მას პროპორციული სისტემისთვის უარის თქმა ივანიშვილმა ან ვინმე სხვამ დააძალა. არადა, ასეთი ამბები არ იმალება, გამორიცხულია, რომ დაიმალოს.

ვინც ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ გავლილ გზას ასე თუ ისე იცნობს, ის დაგვეთანხმება, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის უმთავრესი და უპირველესი ყოველთვის იყო ნათქვამი სიტყვის თუ მიცემული პირობის შესრულება.

ეს იყო მისი უმთავრესი დევიზი, რომლისთვისაც მას არასოდეს გადაუხვევია. ბიძინა ივანიშვილი სიტყვის გამტეხი კაცი რომ ყოფილიყო, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა იმ წარმატებებს, რასაც მან ბიზნესში მიაღწია. წყარო ზუსტად ვერ ასახელებს იმ თარიღს, როცა ბიძინა ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებას გაასაჯაროებს, თუმცა მისი ვარაუდით, ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს.

საზოგადოებისთვის უცნობია, როგორ და რანაირად შეიქმნა ის ლეგენდა, თითქოს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება წამგებიანი იყოს ქართული ოცნებისთვის, სამაგიეროდ უაღრესად ხელსაყრელი იყოს ნაცმოძრაობისთვის და მისი სატელიტი პარტიებისთვის.

საუბრობენ შიდა სოციოლოგიურ გამოკვლევებზე, რომლის მიხედვითაც თურმე `ქართული ოცნება~ პროპორციული სისტემით იმდენი მანდატის აღებას ვერ მოახერხებს, რომ დამოუკიდებლად შესძლოს მთავრობის დაკომპლექტება და იძულებული გახდება დახმარებისთვის მეორე ადგილზე გასულ `ნაცმოძრაობას~, ან `ევროპულ საქართველოს~ მიმართოს.

შეიძლება მართლა არსებობს ეს გამოკვლევები, თუმცა, საკითხავია, რამდენად სანდო და კვალიფიციურია იგი? გავიხსენოთ ერთი ფაქტი: როცა ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით, მიხეილ სააკაშვილმა ასეთი მკვახე რეპლიკა ისროლა: ვინც ამას მხარს დაუჭერს, ის ექნება სულელი. მან, როგორც ჩანს, ის სერიოზული საფრთხეები დაინახა პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას, რაც `ნაცმოძრაობის~ წარმატების შანსებს საგრძნობლად ამცირებდა.

აქ არ დავივიწყებთ იმის გაშიფრვას, კონკრეტულად რა საფრთხეებია ეს, თუმცა იმას კი აღვნიშნავთ, რომ სააკაშვილმა აბსოლუტურად სწორად და ზუსტად დაინახა პრობლემა, რაც შეიძლება მის გუნდს არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების შემთხვევაში წარმოეშვას.

ჩვენ ისიც გვავიწყდება რატომღაც, რომ ოპოზიცია (ანუ ნაცმოძრაობა) მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს კი არა სხვა რაღაცებსაც ითხოვდა _ ივანიშვილის წასვლას პოლიტიკიდან, `ქართული ოცნების~ ხელისუფლების გადადგომას, დროებითი მთავრობის შექმნას, რომელიც ცესკო-ს ახალ შემადგენლობას დააკომპლექტებდა, დროებითი მთავრობა დანიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს და ა.შ.

ასე რომ, პროპორციული არჩევნები მხოლოდ ერთი (და არა ერთადერთი) კომპონენტი იყო ოპოზიციის მიერ ულტიმატუმის სახით წამოყენებულ მოთხოვნათა სიაში.

როგორც ვთქვით, სააკაშვილმა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ინიციატივისთვის მხარდაჭერას სისულელე უწოდა, თუმცა არც მას და არც მის გუნდს რატომღაც არ გაუპროტესტებია, რომ 14 ნოემბერს პარლამენტს `სისულელისთვის~ უნდა ეყარა კენჭი.

ოპოზიციამ მხოლოდ პროექტის ჩავარდნის შემდეგ, ატეხა განგაში _ დაიქცა ქვეყანა, კატასტროფა მოხდა _ არჩევნები წაგვართვესო.

რა წაართვეს, როგორ წაართვეს, რანაირად წაართეს, ამას არ აზუსტებდნენ.

ამის შემდეგ ხდება ფრიად საინტერესო ამბავი _ ნათელაშვილის `პოლიტიკურ თავშესაფარში~ შეკრებილი 22 თუ 26 `სულელი~, რომელიც ცოტახნის წინათ პროპორციულ სისტემაზე აღვარღვარებდა ცრემლებს, უცებ საერთოდ არ ახსენებს პროპორციულ სისტემას და ერთ ხმაში იწყებს საუბარს ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც სულაც არ არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და ამასთან ერთად არც საქართველოს კონსტიტუციასთან მოდის შესაბამისობაში.

_ არა უშავს, კონსტიტუცია შევცვალოთ, თვითონ მოდელშიც რაღაც-რაღაცები გადავაკეთოთ და ისე მივახრახნოთ ჩვენს საარჩევნო კანონებსო _ არ ცხრება 22 თუ 26 ჭკუის კოლოფი.

განსაკუთრებით ცნობილი პოლიტაფერისტი დავით უსუფაშვილი აქტიურობს, რომელიც ვიღაც-ვიღაცებს ჭკვიან პოლიტიკოსად მიაჩნიათ, თუმცა ვერავინ დაადგინა, კონკრეტულად რაში გამოიხატება მისი სიჭკვიანე.

ასეა თუ ისეა, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ გერმანულ მოდელზე ლაპარაკობს და კრინტს არ ძრავს ქართული წარმომავლობის პროპორციულ სისტემაზე.

ოპოზიციას არც დიპლომატიური კორპუსის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე უხსენებია პროპორციული სისტემა, ოდირშიც, ვენეციის კომისიაშიც გერმანული მოდელის გაქართულებული ვარიანტის გაგზავნას აპირებენ.

ხომ საინტერესოა, რაშია საქმეა და რატომ ამოუვარდა ოპოზიციას ასე უცაბედად გონებიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა და რატომ გადაერთო ასე ერთხმად და ერთსულოვნად გერმანულ მოდელზე, რომელიც თვითონაც არ იციან კარგად, რას წარმოადგენს.

როგორც ჩანს, ვიღაცამ საფუძვლიანად აუხსნა ამ ეგრეთ წოდებულ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით 2020 წლის არჩევნებზე გასვლა მათთვის უაღრესად არახელსაყრელი და წამგებიანი იქნება.

პირი, ვინც ეს აუხსნა ოპოზიციას, სხვა არავინ შეიძლება იყოს, თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც, როგორც ვთქვით, პირველი წუთებიდანვე განაცხადა, რომ ვინც `ქართული ოცნების~ მიერ შემოთავაზებულ ამ ინიციატივას ოპოზიციიდან მხარს დაუჭერს, ის იქნება სულელი.

ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმას, რომ თუ ვინმე დაზარალდა 14 ნოემბრის დრამატული კენჭისყრის შედეგად, პირველ რიგში, დაზარალდა `ქართული ოცნება~, სამაგიეროდ, ახალი სუნთქვა გაეხსნა `ნაცმოძრაობას~.

იმას, რაც 14 ნოემბერს მოხდა, თამამად შეიძლება დავარქვათ დიდი შეთქმულება ბიძინა ივანიშვილის და `ქართული ოცნების~ წინააღმდეგ, შეთქმულება, რომელსაც არავინ იცის, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს.

14 ნოემბერი რაღაცით ძალიან ჰგავს 19–20 ივნისის ამბებს. რთული გასაშიფრია ან მაშინ ან ახლა რა ძალებმა იმუშავეს ამ ორი, ერთმანეთის მსგავსი, სცენარის განსახორციელებლად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქართული პოლიტიკური ბანქოს კარტები ისეა აჭრილი და ერთმანეთში არეული, რომ ძნელი გასარკვევია, ვინ ვის თამაშს თამაშობს, სულაც არ არის შეუძლებელი ამ რთული კომბინაციების ხლართვაში ისეთი `შულერები~ მონაწილეობდნენ, რომლებიც მთელი ცხოვრება `ჟულიკობენ~.

პორტირებულების, „პლენში“ ჩარჩენილების, შეგზავნილების, `დვურუშნიკების~ მეტი რა არის როგორც სახელმწიფო, ასევე თვით `ქართული ოცნების~ სტრუქტურებში.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგივე იმ მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი, დღეს რომ „ქართულ ოცნებასთან“ არიან გუშინ და გუშინწინ `ნაცმოძრაობასთან~ არ იყვნენ?

ვინ გაბედავს იმის მტკიცებას, რომ ამ მაჟორიტარებმა ყველანაირი კავშირი გაწყვიტეს იმ ნაცმოძრაობასთან, რომელმაც ისინი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოიყვანა, დააფრთიანა, მოაძლიერა, დიდი ფული აშოვნინა?

სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას დღემდე უჭირს იმის დაჯერება, რომ როგორც არ არსებობს ყოფილი „კაგებეშნიკი“, ასევე არ არსებობს, ყოფილი `ნაციონალი~.

გერმანული მოდელი ჩავარდა, თუმცა ოპოზიციას მეორე, სათადარიგო ვარიანტიც აქვს _ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდეს, გადადგეს `ქართული ოცნების~ ხელისუფლება, შეიქმნას დროებითი მთავრობა, დროებითმა მთავრობამ დააკომპლექტოს ცესკო-ს ახალი შემადგენლობა, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მოკლედ რომ მოვჭრათ, ოპოზიცია (`ნაცები~, `ევრონაცები~) სახელმწიფო გადატრიალების კლასიკურ ვარიანტს გვთავაზობს, ოღონდ თვითონ არა აქვთ რა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ძალა და შესაძლებლობა, ხელისუფლებას წინადადებას აძლევენ, `ქართულმა ოცნებამ~ თვითონ მოუწყოს საკუთარ თავს სახელმწიფო გადატრიალება _ გადადგეს და ძალაუფლება დროებითი მთავრობის სახით ნებაყოფლობით გადააბაროს ოპოზიციას.

აი, ეს სურთ, აი, ამას ითხოვენ ეს ავადმყოფები, ძალაუფლების ფლობის მანიაკალური სენით რომ არიან დაავადებულნი.

ეს არის ნამდვილი ქვეტექსტი იმ იწილო-ბიწილოსი, საარჩევნო სისტემის გარშემო დისკუსიის და დისპუტის სახელით რომ არის მონათლული და სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა 20 ივნისს ნაცებისა და ევრონაცების მიერ დაწყებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გაგრძელება.

`ნაციონალები~ ცდილობენ კონფრონტაცია გააღრმავონ და ტემპერატურა რაც შეიძლება მაღლა ასწიონ, რომ ხელისუფლებას მოთმინებამ უღალატოს და შეცდომები დაუშვას.

თუმცა მათი სამიზნე მხოლოდ ხელისუფლება არ არის _ ისინი ცდილობენ, წონასწორობიდან გამოიყვანონ ქართველი ხალხი და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოახდინონ.

მათ არ აინტერესებთ, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, ეს მხოლოდ საბაბია _ მათი მთავარი ამოცანა `ქართული ოცნების~ დამხობა და ხელისუფლებაში მოსვლაა.

გაიხსენეთ, რა ხდებოდა 14 ნოემბრამდე, ანუ მანამდე, სანამ ყველა, მათ შორის `ნაცმოძრაობაც~, მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. რა ხდებოდა და ნიკუტა გვარამია თავის ტელესტუდიაში იბარებდა პოლიტიკოსებს და საჯაროდ ადებინებდა ფიცს, რომ `ქართულ ოცნებას~ კოალიციურ მთავრობას არ შეუქმნიდა.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ `ნაცმოძრაობას~ ნაკლებად აინტერესებს, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურთ და ამის გაკეთებას, აპირებენ მაშინაც კი, თუ არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება, მაგრამ ისინი ვერ გაიმარჯვებენ.

დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რამდენად შეეფერება სიმართლეს ის ინფორმაცია, რაც ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ამბავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს მოულოდნელი, არაორდინარული სვლების გაკეთება, არ არის გამორიცხული, რომ ბატონმა ბიძინამ მართლაც გადადგას ეს ნაბიჯი და უკვე ყმუილზე გადასული სააკაშვილი და მისი `შანტრაპა~ პირში ჩალაგამოვლებული დატოვოს.

ვფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს იქნება გენიალური სვლა, რომელიც არა მარტო ქვეყნის შიგნით დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალშიც მის რეიტინგს ერთი-ორად აამაღლებს.

ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია.

იმ ჭირმა, რომელიც 20 ივნისიდან ტრიალებს საქართველოში, ერთი დიდი საქმე გააკეთა _ `ნაცმოძრაობა~ თავის განშტოებებიანად და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია სრულად არის ლუსტრირებული და ნიღაბჩამოხსნილი. ცხადზე ცხადია, რომ აბსოლუტურად გაკოტრებული, ენერგიისგან დაცლილი `ნაცმოძრაობა~, იმპოტენტი, ჩუკენობისკენ მიდრეკილი ძალაა, რომელსაც `მთავარის~ ეკრანიდან მხოლოდ ნიკუტა გვარამიასგან მიწოდებული პოლიტიკური `ვიაგრით~ უდგას სული.

ავტორი: “საერთო გაზეთი”-ს მთავარი რედაქტორი: ვახტანგ ხარჩილავა

trampi არ გაიშვას მაგის სიურპრიზებ...............ი ძლივს გაყრილი ხალხი ისევ თავზე დაგვასვა
4 წლის უკან
trampi აუტკივარი თავის ძალად ატკივება ...... აი სწორედ ეგ არის სიურპრიზი
4 წლის უკან
Maverick " ვინც ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ გავლილ გზას ასე თუ ისე იცნობს, ის დაგვეთანხმება, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის უმთავრესი და უპირველესი ყოველთვის იყო ნათქვამი სიტყვის თუ მიცემული პირობის შესრულება".
მართალი გითხრათ არ მჯერა, რადგან რაც დაგვპირდა 2012წ.ნაცმოძრაობა არ გასამართლებულა და ამ & წლის მანძილზე თავზე ისე წამოგვაჯინა, რომ ლამის სახლებში შემოგვივარდეს მიშა და მისი რაზმი; ხელისუფლება, პარლამენტი, საჯარო სამსახურები სავსეა თავიუფლების ინსტიტუტში, სოროსის ფონდიდან დაფინასებული აგენტებით, ხოლო ისინი ვინც 2012 წლის არჩევნებამდე სიცოცხლის და ოჯახის წევრების ყოფნა-არყოფნის ფასად მხარში ამოვუდექით ქ.ოცნებას გადაგვაგდო, თანაც დაგვმოძღვრა - "მთვარიდან ხომ ვერ ჩამოვიყვან ხალხსო", ე.ი. ბოიში მომითხოვია, ლევანა, დავითა გოთვერნები, უსუფა ბუ, პრინცესა თინათინი, ირა ხალიანი და ა.შ. მირჩევნია თქვენ თავს, ნაცებთან კი კოაბბიტაცია უნდა ვიდღესასწაულოთო!
4 წლის უკან