ნიკა გვარამია გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე დაიკითხება 

ნიკა გვარამია გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე დაიკითხება 

ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, „მთავარი არხის" დამფუძვნებელი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება, რომელსაც გრიფით „საიდუმლო" ადევს.

მისივე თქმით, დანარჩენ დეტალებზე პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე განხორციელდება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება დაკითხვას, განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის გამომძიებელი. ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფით „საიდუმლო", შესაბამისად, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.