ღამით ტემპერატურა მინუსში გადავა - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

ღამით ტემპერატურა მინუსში გადავა - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამით მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს. შედარებით ცივი ამინდი მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთში მშრალი ამინდი შემარჩუნდება ღამით 0 გრადუსს ქვემოთ ტემპერატურით.