ვახტანგ მაისაია: „არსებობს სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე, რომელიც მოსკოვისაგან არის მართული“

ვახტანგ მაისაია: „არსებობს სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე, რომელიც მოსკოვისაგან არის მართული“

ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას, ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დღეს არსებობს სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე, რაც რუსეთის მიერ არის მართული. საქართველოში ამ სცენარის მთავარი შემსრულებელი კი უშუალოდ ოპოზიციაა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით.

„ამ შემთხვევაში არსებობს სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე, რომელიც უკვე შეიძლება იყოს წარმოჩენილი მოსკოვის მხრიდან. მიხეილ საკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" უკვე აშკარად თამაშობენ რუსული თამაშის წესებს. ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება „ნაცმოძრაობამ" მაინცდამაინც არ დაგმო. დღეს სახელმწიფო გადატრიალების სცენარი პირველ რიგში აწყობს კრემლს და პუტინის რეჟიმს. ეს არის მისი სტილი. სახელწმიფო გადატრიალების ერთგვარი გამოცდილება სწორედ რუსეთს გააჩნია. კრემლის ინტერესებს კი სააკაშვილი და გვარამია ახმოვანებენ. უნდა აღინიშნოს გელბახიანის კიევში ვიზიტიც.

„ვაშინგტონი კრემლის მიზნებს ხვდება, ამიტომაც არის, რომ გააძლიერა თავისი აქტიურობა საქართველოში. აშკარად იგრძნობა, რომ მოსკოვი სახელმწიფო გადატრიალების სცენარს ამზადებს და ბუნებრივია, უკვე გაუჩნდა კონკრეტული მხარდამჭერებიც," - აღნიშნავს მაისაია.

ანალიტიკოსი ორ მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეზე - რუსეთსა და აშშ-ზე საუბრობს, რომელთა ინტერესები თუკი მანამდე ერთმანეთთან თანხვედრაში იყო, დღეს რადიკალურად განსხვავებულია.

„თუ ეს ყველაფერი გადავიდა გეოპოლიტიკური გავლენის შეფერილობაზე, სიტუაცია უკვე რთულად წავა. აქ საუბარია ორ მთავარ მოთამაშეზე - აშშ-სა და რუსეთზე, რომელთაც საქართველოში თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ. ისინი ყოველთვის ახდენდენ გავლენას საქართველოს გეოპოლიტიკურ მასშტაბზე. სამი პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ საკაშვილი, - აშშ-სა და რუსეთის კონსენსუსის საფუძველზე მოხდა.

„ამ დროს სულ სხვა გეოპოლიტიკური რეალობა იყო. დღეს ასეთი კონსენსუსის მიღწევა აშშ-სა და რუსეთის დონეზე შეუძლებელია. ახლა მიდის გამალებული ცივი ომი. რუსეთსა და აშშ-ს, მათ სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ და ფაქტობრივად, ერთმანეთის მტრები არიან. ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სოციალისტი კარგი რა ვახტანგ, კარგი რაააა! ამ ადამიანს ხელფასი საიდან აქვს, უქმად ბრძნობის გარდა რას საქმიანობს, რას აკეთებს??
5 წლის უკან
amo ვერაფერი გავიგე
5 წლის უკან
trampi მოსკოვისა რა გითხრათ, მაგრამ ამერიკისგან კი დიდ ხიფათს ველი---- იმათი ნაბიჭვრების ფეხებზე დაკიდებას, ბიძოს ისინი ესე ადვილად არ აპატიებენ
....და ეს მე რომ ვიცი ბიძომ არ იციის??
მერე კიდევ....კახური ანდაზააა--- კატა ისე უნდა დაქინძო ყვერები არ დაგაფხაჭნოსოო .... ეს ნაცები არჩევნებზე ხმაურის გარეშე რომ დაექინძათ, არ შეეძლოოთ........არ შეეძლოთ კი არა, ტვინი არ ეყოთ, ტვინი
არადა ხომ ყველამ იცის რომ ,,ამ ე.წ. მეგობრებს,, საქართველოში ეს ე.წ. დემოკრატია სინამდვილეში სუ ქინძზზეც ჰკიდიათ?? მაგათ უბრალოდ თავიაანთი სტრატეგიული ინტერესები აქვთ საქართველოში, თორემ აქ დემოკრატია იქნება თუ მიშა მთელ საქართველოს ოპტომ ამოგვხდის სულს,
სულ პეტრუშკაზეც ჰკიდიათ----- თანაც სუ დემოკრატიულად
..ხოოდა ეგენი ბიძოს უცილებლად ,,დემოკრატიულად,, უხიმინდრებენ
5 წლის უკან