დავით უსუფაშვილი:  პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა

დავით უსუფაშვილი:  პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა

ხელისუფლება თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს, რაშიც მან ქვეყანა გახვია, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მაჟორიტარების ინიციატივაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

უსუფაშვილის შეფასებით, ხელისუფლება დღითიდღე კარგავს რეალიზმის განცდას და გრძნობას.

„პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების, ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტი. „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების და ქვეყანაში დიდი პრობლემების შექმნის დიდი იარაღი აღმოჩნდა. ახლა თავგზააბნეული ხალხი ცდილობს კიდევ სხვა მიმართულებით დაუშვას დიდი შეცდომები. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ პრინციპულობით, კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტის გამოხატვით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობით და არჩევნებისთვის მზადებით. ამით ვართ დღეს ჩვენ დაკავებული",-განაცხადა უსუფაშვილმა.

სოციალისტი ბატონო დავით, გთხოვთ გაგვიმარტოთ, რატომ არის მხოლოდ პარტიული ფუნქციონერების პარამენტში არჩევა და ამით ხალხისთვის ერთადერთი საარჩევნო ხმის წართმევა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გამართვის აუცილებელი პრობა?!
5 წლის უკან
სოციალისტი ანდა რომ წერთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებიო, კარგიაო?! ჩვენთვის, ვისაც მაჟორიტარული არჩევნები მიგვაჩნია სწორად და სამართლიანად, და ასეთები ვართ უმეტესობა, არანაკლებ მოსახლეობის 78,6% (KHOSHIMAQVS საგენტოს მონაცემები), თქვენ ე.წ. პოლიტიკოსებს რომ გაწყობთ ანუ პროპორციული არჩევნები როგორ იქნება თავისუფალი. თქვენ ხომ მაჟორიტარის არჩევის კონსტიტუციური უფლების წართმევა გინდათ?! საკვირველია, ის უნივერსიტეტი თქვენ რომ დაამთავრეთ, თქვენზე ადრე დავამთავრე და ასე როგორ მაბრიყვებთ?! თქვენ დროს ლოგიკას აღარ ასწავიდნენ?!
5 წლის უკან
სოციალისტი ანრი ბიბინეიშვილი - “იცით რისი ბრალია კიდევ რომ (ვითომ) გზას გვანახებენ? ისევ ვალაპარაკებთ! კიდევ ვუსმენთ! ისევ იმ სახეებს! ისევ იმ პარტიულ ნაბიჭვრებს, ვინც ახსოვს ჩვენს არც თუ ისე შორეულ ისტორიას!!! ისევ ესენი არიან პოზიცია, თუ ოპოზიცია და ქვეყანა, ჩვენ, შენ და მე!!! ხალხი ამათ ფეხებზე ვკიდივართ და დროა ყველამ ნახოს ქვეყნის და მისი ხალხის მართლა სიყვარული!!! ნუ დავღუპავთ ქვეყნის სწორ მომავალს!!!

ჩვენც ასე ვართ ბატონო დავით, დაგვიჯერეთ! პოლიტიკური პარტიების არსებობაზე მხოლოდ ხანგრძლივი, მინიმუმ 25 წლიანი მორატოირიუმი დააწყნარებს ქვეყანას, გაამთლიანებს საზოგადოებას, ერს მისცემს საშუალებას დაირაზმოს არა პარტიული ნიშნით, არამედ ეროვნული იდეის ირგვლივ ქვეყნის სულიერად და ეკონომიურად ასაღორძინებლად! დაანებეთ თავი ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოს, დადექით ჩვენთან - ხალხთან ერთად. ვიცი კარგი ადამიანი ბრძანდები. ცოტა მეტი თავმდაბლობა და ყველაფერი კარგად იქნება!
5 წლის უკან