“ნიკ”- ასე ამხნევებს გიორგი ბარამიძე გვარამიას

“ნიკ”- ასე ამხნევებს გიორგი ბარამიძე გვარამიას

“ერთი ფბ -პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია.” – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი გამოკითხვაზე დაბარების საკითხს.

მისი მეგობრები არასერიოზულად იღებენ გვარამიას გამოკითხვაზე დაბარების საკითხს, რომელმაც “ფეისბუქზე” დაწერა, რომ “მოქმედი ხელისუფლება უნდა დაამხონ”.

ასე ამხნევებს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბარამიძე მის მეგობარს:

აღნიშნულ პოსტში არის  “საინტერესო” გამამხნევებელი სხვა კომენტარებიც, მაგალითად ის, რომ  “გვარამიას სუნთქვაც კი აშინებთ” და მსგავსი… თუმცა, ბარამიძის სასაცილო კომენტარმა ტოპ-ათეულში პირველი ადგილი დაიკავა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც “საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას” გულისხმობს.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ხვალ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

თავად ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სუს-იდან მიღებული უწყება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გვარამია გამოკითხვაზე ხვალ, 11:00 საათზე დაიბარეს.