ვის უკავშირებენ აფხაზი

ვის უკავშირებენ აფხაზი "კანონიერი ქურდების" მკვლელობას - ვინ არის ქემალ არძინბა და რატომ იმყოფებოდა თბილისში?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ორი კრი­მი­ნა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გრძელ­დე­ბა. ას­ტა­მურ შამ­ბა­სა და ალ­ხას ავი­ძ­ბას ოჯა­ხის წევ­რებ­მა სო­ხუ­მის ცენ­ტრში აქ­ცია გა­მარ­თეს - 300-მდე ადა­მი­ა­ნი "ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის­გან" მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნა­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვ­დნენ. მათი მო­თხოვ­ნით, ე.წ. შს მი­ნის­ტრი გარი არ­შბა და მისი მოდ­გი­ლე­ე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თა­ნაც მო­თხოვ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში.

ერთი-ერთი მოკ­ლუ­ლის, ას­ტა­მურ შამ­ბას ნა­თე­სა­ვე­ბის მტკი­ცე­ბით, ქი­ლე­რებ­მა ისე "სუფ­თად" იმუ­შა­ვეს, რომ ჩა­რე­ვის გა­რე­შე ამას ვერ გა­ა­კე­თებ­დნენ. მათ კვა­ლი თით­ქმის არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ საქ­მე­ში თა­ვად "მი­ნის­ტრი" იყო გა­რე­უ­ლი. არ­შბამ ამ ბრალ­დე­ბას სიც­რუე უწო­და. მი­სი­ვე თქმით, ის თა­ვად ებ­რძვის კრი­მი­ნა­ლებს და საქ­მეს­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს.

აფხა­ზუ­რი მე­დია, მკვლე­ლო­ბის გარ­შე­მო კი­დევ ერთ ვერ­სი­ა­ზე წერს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, საქ­მის უკან მკვლე­ლო­ბის მთა­ვა­რი შემ­კვე­თი, აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ბი­ძაშ­ვი­ლი, რე­გი­ონ­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი ქე­მალ არ­ძინ­ბაა.

სხვა­თა­შო­რის, 2017 წელს ru.krymr.com-მ წერ­და, რომ ქე­მალ არ­ძინ­ბა, 2007 წელს თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნეს.

"2007 წელს უსი­ცო­ცხლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის ნარ­კო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში, სა­დაც გა­და­არ­ჩი­ნეს. მა­შინ არ­ძინ­ბას გა­რე­მოც­ვამ და სხვებ­მაც, ეს ქმე­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის" ღა­ლა­ტად შე­ა­ფა­სეს... თუმ­ცა, პა­სუ­ხად მი­ი­ღეს, რომ "რუ­სუ­ლი და­ზღვე­ვა, პრაქ­ტი­კუ­ლად არ მუ­შა­ობს და ცუდი მომ­სა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ, თან­ხის გა­დახ­და მა­ინც უწევ­დათ"

მა­შინ ქარ­თულ მე­დი­ა­შიც ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქე­მალ არ­ძინ­ბა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომის დროს აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თბი­ლის­ში მკურ­ნა­ლობ­და.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში პა­ა­ტა და­ვი­თა­ია ამ­ბობ­და, რომ ქე­მა­ლი არ­ძინ­ბე­ბის კლა­ნის ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა იყო და მისი მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ხელი ქარ­თვე­ლე­ბის სის­ხლში ჰქონ­დათ გას­ვრი­ლი, ცი­ხე­ში უნდა მსხდა­რიყ­ვნენ და არა კლი­ნი­კებ­ში, სამ­კურ­ნა­ლოდ. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქე­მალ არ­ძინ­ბამ ე.წ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვა­რი ყალ­ბი პას­პორ­ტით გად­მოკ­ვე­თა.