თაკო ჩარკვიანი: „მაგიდასთან გვიზის პუტინი კაბაში, ნინო ბურჯანაძის პროწიალი არ გავაპორტესტო?“  

თაკო ჩარკვიანი: „მაგიდასთან გვიზის პუტინი კაბაში, ნინო ბურჯანაძის პროწიალი არ გავაპორტესტო?“  

ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი უდაოდ ზიანს აყენებს საქართველოს, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის მიერ შექმნილი ფორმატი სწორედ ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო დატოვა. როგორც ჩარკვიანი აცხადებს, ბურჯანაძეს ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტისთვის ხალხისგან ლეგიტიმაცია არ აქვს.

„ამ ფორმატიდან გავედი. იქ არის ადამიანი, რომელიც აუცილებლად ამბის გამტანია, მაგიდასთან გვიზის კაბაში პუტინი. არ ვიცით, რაზე საუბრობს, ყურში რაზე ელაპარაკება პუტინს, „ოერტზე" აბეზღებს თავის ქვეყანას და აქედან რომ წაიღოს ამბავი და ფორმატი დააბეზღოს, გასაკვირი რა იქნება?

ვიღაცებს წამოსცდათ მისი პარტიიდან, მგონი ახვლედიანს, ჩვენ ანგარიშვალდებულები არ ვართო. რას ჰქვია ანგარიშვალდებულები არ არიან და ოკუპანტთან დადიან? ჩვენ საქართველოს პარლამენტში გავრილოვის შესვლა გავაპროტესტეთ და ნინო ბურჯანაძის პროწიალი არ გავაპორტესტო? ვერ გავიგე", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით 3 დეკემბერს გაემგზავრა.

amo ჩამევიდა?
4 წლის უკან