სააკაშვილმა საკუთარი თავი უკვე ხელისუფლად წარმოიდგინა და პოლიციას დროც დაუთქვა (ვიდეო)

სააკაშვილმა საკუთარი თავი უკვე ხელისუფლად წარმოიდგინა და პოლიციას დროც დაუთქვა (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი უკვე ხელისუფლად წარმოიდგინა და პოლიციას დროც დაუთქვა, რათა გაემიჯნოს პირადად ივანიშვილს, რადგან მისი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მმართველობა ჩამოშლილია და მისივე თქმით, ის მალე დატოვებს ქვეყანას, თუმცა მათ არ წაიყვანს.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება  გაასამართლებს მათ და ურჩევნიათ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება გამიჯვნის შესახებ.

სააკაშვილი ასევე იშველიებს გაურკვეველი წარმომავლობის გამოკითხვას და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი მის დაბრუნებას ითხოვს, გაქცეული ექს-პრეზიდენტი აქვე დასძენს, რომ 60 პროცენტზე მეტს სურს მისი დაბრუნება, თუმცა ზეწოლის გამო ხმამაღლა არ ამბობენ.

თამაზი ისემ შენ კეთილებს შესცეს მიხოს ვირმა, რომ ქვეყნის 60% არ გიჭერს მხარს
1 თვის უკან