"არ შეიძლება ხელისუფლების მხრიდან განცხადებების გაკეთება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ქვეყნის მტრები"

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა.

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, დემოკრატიის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ყოველთვის მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

"მინდა გამოვეხმაურო საერთშორისო თანამეგობრობის განცხადებებს, რომ შეტევა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე არ აღიქმება, როგორც კარგი მოქმედება. ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "სამართლიანი არჩევნები", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში და არ შეიძლება ხელისუფლების მხრიდან განცხადებების გაკეთება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ქვეყნის მტრები. ეს არასწორია და ჩვენ გვჯერა, რომ ისინი საქართველოში თავიანთ მანდატს მიუკერძოებლად ახორციელებენ" - განაცხადა ლორა თორნტონმა.

სოციალისტი კი მაგრამ თუ მთელი ქვეყანა ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან საქართველოსათვის მიუღებელი იდეოლოგიის გამტარებლები, საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი მომქმედი ძალა, ძალა რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს უთხრის ძირს, მანიპულირებს ცნებებით და ზოგადსაკაცობრიო, ბიბლიური ღირებულებების ნაცვლად გვტენის დამამცირებელ, გამათახსირებელ იდეოლოგიას, მაშინ რა ვქნათ, ჩვენგან არჩეული ხელისუფლება ჩვენი შეხედულებების საწინააღმდეგო პოზიციას ხომ ვერ დაიკავებს და შეუერთდება ამ მტრების ლეგალიზებულ მსტოვრებს საქართველოს განადგურებაში??!!
5 წლის უკან
სოციალისტი ძალიან ცუდად იქცევით ქალბატონო ლორა! ხელს გვიშლით ჩვენს ჭკუაზე, ჩვენი წეს-ჩვეულებების მიხედვით ვიცხოვროთ. ნაცვლად იმისა, რომ კარგად დაგვაკვირდეთ და ისწავლოთ რა არის ადამიანის სიცოცხლის აზრი, შეხედოთ მთაწმინდაზე თასით და ხმალით მდგომ ქართვლის დედას, დახედოთ ჩვენი 3 ათასი წლის წინათ შექმნილ ანბანს, მის ჯადოსნურ ხვეულებს, იკითხოთ რა და რატომ ჩაიდინეს 9 ძმა ხერხეულიძემ, 300-მა არაგველმა, რას შეეწირა 100 000 ათასი მოწამე მე-12 საუკუნეში, რაო ქეთევან დედოფალმა რატომ აირჩია წამება და ღირსეული სიკვდილი სარწმუნოების შეცვლას და შაჰის ჰარამხანაში ცხოვრებას, ვინ იყო და რატომ ხატავდა თავის ტილოებს ფიროსმანი, აგერ ახა და კიბის ქვეშ გარდაიცვალა, რატომ მოჭრა ერმა ხელი კონსტანტინე არსუკიძეს კარგი რატომ აგიგიაო, ვინ იმღერა ის წინწყარო რომელიც თქვენმა მსტოვრებმა გაათახსირეს, რაო ვაჟამ რა თქვა გველის ხორცი უნდა შეჭამოო, რომ გაიგო ბალახი რას გეუბნებაო, ბახტრიონი რომ დაწერა, რაო ერმა რა თქვა გვშიაო თუ სამშობლოს, ჩვნეს ქრისტეს სჯულს ეკუთვნის ჩვენი სიცოცხლეო, რატომ თქვა მემამულე ილია ჭავჭავაძემ მამული, ენა, სარწმუნოებაო, როგორ გაუმართა თემურ ლენგის ურდოს გიორგი მე-7-ს 20 წლის განმავლობაში 8 შეუპოვარი ომი, როგორ დაარსა ქართველმა ხალხმა ბნელ შუა საუკუნეებში პარლამნტი, ვინ იყო ექვთიმე ღვთისკაცი და რატომ იყო პატიოსნების ეტალონი, როგორ თქვა სულმნათმა რუსთაველმა მე -12 საუკუნეში, ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადიაო, ან ვარდსაც და ნეხვსაც ყოველთა მზე სწორად მოეფინებისო, რა ქნა ამ ერმა როგორ ატარა მუცლით 10 ათასი წელი და მე-20 საუკუნე წარიმართა მისგან შობილი სტალინის ნიშნით, ვინც თქვენც გაგიხადათ მოსამსახურეთ და გამუშავათ იმ დიდი მიზანის მისაღწევად, რასაც მშრომელი კაცის გამარჯვება ქვია ფაშიზმზე და მონობაზე, იქნებ იკითხოთ უახლოეს ისტორიაში რა ქნა ქართველმა ედუარდ შევარდნაძემ, სად აწყვია ბერლინის კედლის ნატეხები, რას შესწირა თავი გურამ შარაძემ და რისთვის მოკლეს? ახლა გინდათ ბიძინა ივანიშვილი მოგვიკლათ?! არა, ვერ მოგართვით, ის ჩვენი საიმედო ერის კაცია, უდიდესი მამულიშვილია 21-ე საუკუნეში, ერთი კაცი ეწევა მილიონის ჭაპანს და შეუპოვრად, არნახული გაჯიქებით აკეთებს ეროვნულ საქმეს! ვერ გაიგებთ თქვენ ჩვენს ამბავს! თავს მიხედეთ და ისწავლით, როგორ მოინელა 2-3 მილიონიანმა ერმა რომის და სპარსეტის იმპერიიდან დაწყებული, არაბების და მონგოლების, თათარ თურქმენების, კვლავ სპარსელების და ოსმალების იმპერიები! როგორ დაიპყრო რუსეთი და შექმნა საბჭოთა კავშირი (1921 - 1991 წლები)!,
5 წლის უკან
არაგველი641 --სოციალისტი--მადლობა, დიდებული პასუხია!
5 წლის უკან
სოციალისტი შეცდომები უნდა გავასწორო - კი მაგრამ თუ მთელი ქვეყანა ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა არიან საქართველოსათვის მიუღებელი იდეოლოგიის გამტარებლები, საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი მტრულად მომქმედი ძალა, ძალა რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს უთხრის ძირს, მანიპულირებს ცნებებით და ზოგადსაკაცობრიო, ბიბლიური ღირებულებების ნაცვლად გვტენის დამამცირებელ, გამათახსირებელ იდეოლოგიას, მაშინ რა ვქნათ, ჩვენგან არჩეული ხელისუფლება ჩვენი შეხედულებების საწინააღმდეგო პოზიციას ხომ ვერ დაიკავებს და შეუერთდება ამ მტრებს, ლეგალიზებულ მსტოვრებს საქართველოს განადგურებაში??!!
5 წლის უკან
სოციალისტი ძალიან ცუდად იქცევით ქალბატონო ლორა! ხელს გვიშლით ჩვენს ჭკუაზე, ჩვენი წეს-ჩვეულებების მიხედვით ვიცხოვროთ. ნაცვლად იმისა, რომ კარგად დაგვაკვირდეთ და ისწავლოთ რა არის ადამიანის სიცოცხლის აზრი, შეხედოთ მთაწმინდაზე თასით და ხმალით მდგომ ქართვლის დედას, დახედოთ ჩვენი 3 ათასი წლის წინათ შექმნილ ანბანს, მის ჯადოსნურ ხვეულებს, იკითხოთ რა და რატომ ჩაიდინეს 9 ძმა ხერხეულიძემ, 300-მა არაგველმა, რას შეეწირა 100 000 ათასი მოწამე მე-12 საუკუნეში, რაო ქეთევან დედოფალმა რატომ აირჩია წამება და ღირსეული სიკვდილი სარწმუნოების შეცვლას და შაჰის ჰარამხანაში ცხოვრებას, ვინ იყო და რატომ ხატავდა თავის ტილოებს ფიროსმანი, აგერ ახლა და კიბის ქვეშ გარდაიცვალა, რატომ მოჭრა ერმა ხელი კონსტანტინე არსუკიძეს კარგი რატომ აგიგიაო, ვინ იმღერა ის წინწყარო, რომელიც თქვენმა მსტოვრებმა გაათახსირეს, რაო ვაჟამ რა თქვა გველის ხორცი უნდა შეჭამოო, რომ გაიგო ბალახი რას გეუბნებაო, ბახტრიონი რომ დაწერა, რაო ერმა რა თქვა გვშიაო თუ სამშობლოს, ჩვნეს ქრისტეს სჯულს ეკუთვნის ჩვენი სიცოცხლეო, რატომ თქვა მემამულე ილია ჭავჭავაძემ მამული, ენა, სარწმუნოებაო, როგორ გაუმართა თემურ ლენგის ურდოს გიორგი მე-7-მ 20 წლის განმავლობაში 8 შეუპოვარი ომი, როგორ დაარსა ქართველმა ხალხმა ბნელ შუა საუკუნეებში პარლამნტი, ვინ იყო ექვთიმე ღვთისკაცი და რატომ იყო პატიოსნების ეტალონი, როგორ თქვა სულმნათმა რუსთაველმა მე -12 საუკუნეში, ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადიაო, ან ვარდსაც და ნეხვსაც ყოველთა მზე სწორად მოეფინებისო, რა ქნა ამ ერმა როგორ ატარა მუცლით 10 ათასი წელი და მე-20 საუკუნე წარიმართა მისგან შობილი სტალინის ნიშნით, ვინც თქვენც გაგიხადათ მოსამსახურეთ და გამუშავათ იმ დიდი მიზანის მისაღწევად, რასაც მშრომელი კაცის გამარჯვება ქვია ფაშიზმზე და მონობაზე, იქნებ იკითხოთ უახლოეს ისტორიაში რა ქნა ქართველმა ედუარდ შევარდნაძემ, სად აწყვია ბერლინის კედლის ნატეხები, რას შესწირა თავი გურამ შარაძემ და რისთვის მოკლეს? ახლა გინდათ ბიძინა ივანიშვილი მოგვიკლათ?! არა, ვერ მოგართვით, ის ჩვენი საიმედო ერის კაცია, უდიდესი მამულიშვილია 21-ე საუკუნეში, ერთი კაცი ეწევა მილიონის ჭაპანს და შეუპოვრად, არნახული გაჯიქებით აკეთებს ეროვნულ საქმეს! ვერ გაიგებთ თქვენ ჩვენს ამბავს! თავს მიხედეთ და ისწავლით, როგორ მოინელა 2-3 მილიონიანმა ერმა რომის და სპარსეთის იმპერიიდან დაწყებული, არაბების და მონგოლების, თათარ- თურქმენების, კვლავ სპარსელების და ოსმალების იმპერიები! როგორ დაიპყრო რუსეთი და შექმნა საბჭოთა კავშირი (1921 - 1991 წლები)!
5 წლის უკან
ფირცხალა -სოციალისტი- - ბევრი ადამიანის გულისნადები ფაქტიურად შეკრიბე და ,,ტომეულის" სახით დაწერე - მადლობა. სიამოვნებით გავაზიარებდი სოციალურ ქსელში, თქვენივე ნებართვით. გთხოვთ მითხრათ თანხმობა/უარი.
გმადლობთ
5 წლის უკან
სოციალისტი კი ბატონო თუ რამე ნახეთ აქ საგულისხმო, რაზეა ლაპარაკი?!
5 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ქვეყნის მტრობა არ შეიძლება. მტერს რომ მოყვარე უძახო - არც ეს. დასაგმობია მტრობა და არა ის, რომ რაც არის, ის ეძახო!
5 წლის უკან