გია გაბრიჭიძე: ნინო ბურჯანაძე არამც თუ ძლიერი, არამედ საშუალო დონის პოლიტიკოსიც არ ყოფილა

გია გაბრიჭიძე: ნინო ბურჯანაძე არამც თუ ძლიერი, არამედ საშუალო დონის პოლიტიკოსიც არ ყოფილა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა, რომელმაც ზუსტად აჩვენა საზოგადოების მიერ მიმდინარე მოვლენების რეალური აღქმა და ნაცებთან დამოკიდებულება.

ლაკმუსის ქაღალდი კი ე. წ. "გაერთიანებულ ოპოზიციაში" ნინო ბურჯანაძის გამოჩენა და მისი მოსკოვში გამგზავრება გახდა.

თუ აქამდე მისი მოსკოვური ვიზიტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში რაღაც დადებით გამოხმაურებას და სტანდარტულ ახსნას პოულობდა, ნაცებთან აფილირების შემდეგ განაწყენება წამოვიდა, ხოლო მოსკოვში გამგზავრების შემდეგ მისი პერსონა სასტიკი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

თუ ამ მოცემულობას მშრალად შევაფასებთ, ადვილად დავინახავთ, რომ საზოგადოების დამოკიდებულების ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზი სწორედაც ნაცებთან ერთ მაგიდაზე დაჯდომა და მათთან ერთობლივი ფოტოს გადაღება გახდა.

პოლიტიკოსისთვის შეუფერებელმა ამ აბსოლუტურად გაუთვლელმა ნაბიჯმა ნათლად დაგვანახა, რომ ნინო ბურჯანაძე არამც თუ ძლიერი, არამედ საშუალო დონის პოლიტიკოსიც არ ყოფილა და მისი კარიერა არა მისი პოლიტიკური აზროვნების, არამედ სხვადასხვა სუბიექტური გარემოებების დამსახურება ყოფილა

სოციალისტი ადრე ვის გეგონათ? აბა გაიხსენეთ მე რა გეუბნებოდით?!
5 წლის უკან
tngh ვწუხვარ, რომ შევცდი. მე მეგონა ქ-ნი ნ. ბურჯანაძე პოლიტიკოსი. მახსოვს, რომ მეუბნებოდით. მისი მხარდამჭერების ნაწილი დღეს "ოცნებისკენ" გადავიდნენ, ნაწილი "პატრიოტებისკენ". მას კი 1%-ც არ დარჩა მხარდაჭერა.