სოსო მანჯავიძე: მოკლედ არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი,მეტიც- საშიში გიჟები არიან,ფულით,საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით

სოსო მანჯავიძე: მოკლედ არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი,მეტიც- საშიში გიჟები არიან,ფულით,საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

მოკლედ ვერ მოიწყენ ამ კრეტინიზმის შემხედვარე. ჯერ თავი მთელ საზოგადოებად გამოაცხადეს. მერე ხელისუფლება არალეგიტიმურად ცნეს,,რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადადის.

მერე ამ უტყუარი წანამძღვრებიდან გამოიტანეს დასკვნა,რომ ხელისუფლების დამხობა არამარტო საჭირო,არამედ აუცილებელია.

თანაც ყველას ემუქრებიან-სახელმწიფო მოხელეებს,პოლიციელებს-გრძელი მეხსიერება გვაქვს და ყველას გაგებინებთ პასუხსო და მერე ისევ პოლიციას მოუწოდებენ მათი უმსგავსო ქმედებებისგან გაცოფებული მოქალაქეებისგან დაცვას.

ყველაზე სასაცილო ისაა,რომ ეს ხალხი ამავე დროს ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებას აცხადებს არალეგიტიმურად და, შესაბამისად,მათ დამხობასაც საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს,სადაც შერეული ან მთლიანად მაჟორიტარული საარჩენო სისტემაა.

ასეთი კი 160 ქვეყანაა. რა ყველა საოცრება ამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს უნდა დაემართოს.

თუმცა რაღა უნდა გაგიკვირდეს მათი გუშინდელი სიმღერის შემდეგ.

არის ამაში რაღაც სიმბოლური.ზუსტად ისეთივე კაკაფონიაა,როგორიც კოჰაბიტაცია.

მოკლედ არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი,მეტიც- საშიში გიჟები არიან,ფულით,საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით.

ამიტომ სასწრაფოდ უნდა ჩამოცილდნენ საზოგადოებრივ ასპარეზს.

ამის იურიდიულ საფუძველს კი ყოველდღე იძლევიან თვითონ.