ზურაბიშვილი გვარამიაზე: ვისაც ჭკუა მოეკითხება, ხელისუფლების დამხობაზე არ იფიქრებს

ზურაბიშვილი გვარამიაზე: ვისაც ჭკუა მოეკითხება, ხელისუფლების დამხობაზე არ იფიქრებს

“რესპუბლიკური პარტიის“  ერთ-ერთი ლიდერი  დავით ზურაბიშვილი “2020NEWS“ -თან  “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყენებულ პოსტს გამოეხმაურა.

პოსტში გვარამია აცხადებს, რომ “ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი) თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დაამხონ“.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და არა - დამხობით.

“ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და არა - დამხობით. ის ადამიანი, რომელსაც ტოცა ჭკუა მოეკითხება, ხელისუფლების დამხობაზე არ იფიქრებს. არცერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ხელისუფლების დამხობაზე არ იფიქრებს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.