"ჩამოვალ და ისე დაგსჯი, როგორც მკაცრი დედა – ისევ ხვანცალებ? რახან არ იშლი, ღვინობისთვეში მოგი@@@ავ დედას" – ასე პასუხობს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქარათველოს” კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალური ქსელით მიხეილ სააკაშვილს.
“ვინც წლებია, ფბ-ზე ვართ, დამეთანხმება, რომ 2012 წლის 4 აგვისტოს, როცა სააკაშვილმა ბეშუმში პროვოკაცია მოაწყო, ასე დავპირდი:
“სახელდახელო სუფრას გაგიშლი,
ღვინის ნაჟურით მოგიკლავ სევდას,
ისევ ხვანცალებ? რახან არ იშლი.
ღვინობისთვეში მოგი@@@ავ დედას”.
პ.ს. მაშინ, 2012-ში რაც დავპირდი, შევუსრულე და ახლაც არ ასცდება, მგონი, რაც შარშან სექტემბერში დავპირდი საკუთარი თავის ამ კარიკატურას.“
“ღია წერილი სააკაშვილს
ადამიანის ფსიქიკის ფორმირებაზე დედის ფიგურის გავლენა უზარმაზარია. დანაშაულის გრძნობა, რაც, ყველა ჰომო საპიენსს ახასიათებს და რაც სრულიად ნორმალური მოვლენაა, ზედმეტად მკაცრი დედის ხელში შეიძლება თვითგვემაში გადაიზარდოს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა, დასჯის შიშით, ადამიანს მოსდის ატრიბუციის შეცდომა – ის იწყებს საკუთარი დანაშაულის გადაბრალებას სხვაზე. ამით ბავშვი იქმნის კომფორტულ ჯავშანს. ის იზრდება ამ „ჯავშნით“ და გადაბრალების ტექნიკასაც ავითარებს მთელი ცხოვრების მანძილზე.
მნიშვნელობა არ აქვს, ის ბაღში გადააბრალებს ვინმეს წვნიანის დაღვრას, სკოლაში – ფანჯრის ჩატეხვას თუ ვინმეს – სასამართლოს უზურპაციას – ეს ისევ ის ბავშვია, რომელიც სხვის წარმატებას თვითონ მიიწერს, ხოლო საკუთარ წარუმატებლობას სხვას აბრალებს. ეს ფსიქოლოგიის ანბანია, მიშა და ფსიქოთერაპიის არაერთ სეანსზე გექნება ეს მოსმენილი, მაგრამ სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ატრიბუციის შეცდომა პოლიტიკურ ტექნოლოგიად იქცევა – როცა ბავშვობაში დათრგუნული ადამიანები პროპაგანდის ხერხად გადაბრალებას იყენებენ, როცა, მაგალითად, შენ, ეკლესიასთან ბრძოლას აბრალებ ივანიშვილს – თან ტაძრის კურთხევაზე ყვინთაობ და თან ასკეტი ბერივით კანაფისგან იცავ ქვეყანას.
შენ დევიაციებზე ამდენს არც ვილაპარაკებდი, რომ არა ისევ „მე შაირი არ მინდოდას“ პრინციპი: ამას წინათ ნარკომანობა დამაბრალე. იმდენი დანაშაული გაქვს ჩადენილი ქართველების წინაშე და იმხელა ბრალი მიგიძღვის, რომ შენი ნარკომანობის ჩემზე გადმობრალება არც იქნებოდა სახსენებელი, მაგრამ იცი, რამ დამაინტრიგა? ვიფიქრე, ეს ხომ ძალიან მარტივია, ესეც აგვისტოს ომი ხომ არ არის, “დეტსკი მატი” რომ ჩაგისვეს და დღემდე გროსმაისტერად მოგაქვს თავი.
ამ ტყუილს ხომ ძალიან მოკლე ფეხები აქვს-მეთქი და არ დამეზარა, ავდექი, ანალიზიც ჩავაბარე და ცნობაც ავიღე. ახლა ამ ცნობას აქვე ვაქვეყნებ და შენგანაც იმავეს მოვითხოვ – ადექი და თუ მანდვე, ამსტერდამის ნებისმიერი კლინიკაში აიღე ასეთივე ცნობა და გამოაქვეყნე, თორემ პატივის შელახვისთვის დუელში ვერ გამოგიწვევ, რადგან დუელში რომ გამოიწვიო, მეტოქეს ღირსება უნდა გააჩნდეს. ამიტომაც, მალე ქენი, რასაც გეუბნები, თორემ არც ეს დამეზარება, ჩამოვალ და ისე დაგსჯი, როგორც მკაცრი დედა – თავის ჩაფსმულ მოწიფულ ბიჭს.” – წერს ნაცვლიშვილი.