თბილისი მერი კახა კალაძე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს აფასებს.
მისი თქმით, ბურჯანაძე „გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ.
კახა კალაძე კონტრაქციებისა და სამართალდამცველების დროულ რეაგირებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვის ნიშნებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ყველანაირ ძალადობასა და დაპირისპირებას ემიჯნება.
შეგახსენებთ, „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, შვილთან - ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა.
„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბურჯანაძეს რუსეთის დედაქალაქში დაგეგმილი აქვს შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ბურჯანაძის რუსეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” მისმა თანაგუნდელმა, გიორგი ახვლედიანმა დაუდასტურა. თუმცა მისი თქმით, კონკრეტული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ვიზიტის დასრულების შემდეგ გავრცელდება.
შეხვდება თუ არა ნინო ბურჯანაძე ვლადიმერ პუტინს, ამ კითხვაზე ახვლედიანი პასუხობს, რომ ამ დონის შეხვედრას მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება.