“აი, ბიძინას სასარგებლო იდიოტიზმი რა არის. ” – ასე აფასებს ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიას მხრიდან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, რომელსაც სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილიც აზიარებს.
“მთავარია ძლივს პროცესში ჩართულ აშშ-ს და ევროკავშირს დამაჯერებლად ავუხსნათ, რომ ამ ორი უტვინოს აზრები არაფერს ნიშნავს და პროცესს არ გამოეთიშონ.” – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებამ მოქმედი ხელისუფლება უნდა დაამხოს. მის ამ რევანშისტულ მოწოდებას სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც აზიარებს.
„საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.
ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს, ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ! სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.