მიხეილ სააკაშვილი: “იმ ხალხს მინდა შევახსენო ვისაც ნაციონალობა “უტყდება” …

მიხეილ სააკაშვილი: “იმ ხალხს მინდა შევახსენო ვისაც ნაციონალობა “უტყდება” …

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის და კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

რურუა დაღუპული საკუთარ სახლში ნახეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს და მისი მეგობრის გახსენებისას, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა აქაც ავიწყდება.

“დღეს ნიკა რურუას წლისთავია. იმ ხალხს მინდა შევახსენო ვისაც ნაციონალობა “უტყდება” რომ ამ მასშტაბის და გავლენის ინტელექტუალური ფიგურა ძალიან იშვიათად მოიძებნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ის სწორედაც რომ ამაყი ნაციონალი იყო. ცუდია რომ მისი ძმა ჟორიკა რომელიც სწორედ ნიკას გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ახლა ჩადებული იარაღის გამო ივანიშვილის ტყვეა. ნიკას ბოლო სატელეფონო შეტყობინება მისი გულის ცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო გამოგზავნილი და ის ასე ჟღერდა “შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ”. მინდა გავიმეორო “შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ”. – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნიკა რურუა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკა რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად.