“არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას”

“არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას”

არც ერთხელ, არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ეთიკურია, როდესაც უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში უცენზურო განცხადებებს აკეთებს. ვოლსკის თქმით, მას დიმიტრი სამხარაძის ბილწსიტყვაობა არ წაუკითხავს.

„საკმაოდ ჩამოყალიბებული, კარგად ორგანიზებული, პატრიოტი და მცოდნე ადამიანია. დიმიტრი სამხარაძეზე შეტევის საფუძველსაც ვხედავ სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ბილწსიტყვაობაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ გაიმართოს, პირველ ადგილზე გავლენ, იმდენად ხეპრულ ენას იყენებენ. „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა მყავს მხედველობაში. არ მგონია, რომ ვინმეს ამ თემასთან დაკავშირებით რამე ჰქონდეს აქეთ შესაკითხი. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას და გინებას დიმიტრი სამხარაძისგან, არ მინახავს.

ერთ-ერთი დეპუტატი გოგოებს იკრებს გარეთ და უბილწესად იგინება. არც ერთხელ, არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას. არც ერთხელ ეს შეკითხვა არ დასმულა,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების” ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ოპოზიციის გააქტიურება მიხეილ სააკაშვილის „ბრალია”.

დიმიტრი სამხარაძე მიხეილ სააკაშვილს შეურაცხმყოფელი და უცენზურო ლექსიკით მიმართავს, რის გამოც დეპუტატი საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა.

სოციალისტი ქალბატონი არა.... ის არ გინდათ კიდევ?! არ დაუსვამთ ასეთი შეკითხვა, რატომ უნდა დაესვათ სულ ასეა ეს ლენა, მას მერე რაც მოსკოვში წავიდა სასწავლად, სულ ასეთი რიტორიკა აქვს! ახლა კიდევ უფრო დაამხეცა! ჟურნალისტების აბსოლუტური უმრავლესობისათვის ასეთი სლენგი მშობლიური ენაა და ამიტომაც არ უკვირთ!
5 წლის უკან
Gami ეგ /ხოშტარია/ საერთოდ ქალია?
5 წლის უკან