ხათუნა ხოფერიას მიმართვა:  “მიშასგან მიიღო დავალება… ამ ფაქტების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება თუ არ მოხდება, მერე იქნება გვიან”

ხათუნა ხოფერიას მიმართვა:  “მიშასგან მიიღო დავალება… ამ ფაქტების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება თუ არ მოხდება, მერე იქნება გვიან”

მიხეილ სააკაშვილის მსგავსად პოლიციელებს გუბაზ სანიკიძეც დაემუქრა. დავით აქუბარდიასთან გადაცემაში სტუმრად მყოფმა სანიკიძემ პოლიციელებს ჯერ მონები ეძახა, შემდეგ სააკაშვილის რიტორიკით დაემუქრა, რომ ყველას მიადგებიან, ვინც საპროტესტო აქციების დაშლის პროცესში მონაწილეობს.

„ფრთხილად იყავი, ბიძინა, ვინმე არ შემოგაკვდეს. პოლიცია, ფრთხილად იყავით, თორემ სახელით და გვარებით მოგაკითხავთ სუყველას. ტყავში დაეტიეთ, პოლიციელებო, აღარ გიჩლიქავთ ენას. თუ რამის თავი გაქვთ, ქენით რა, დადექით ხალხის გვერდზე. რაის კაცები ხართ თქვენ, ინგუშეთში სპეცრაზმი და პოლიცია ხალხის მხარეზე გადავიდა, ვერ გაბედა და ხელი ვერ გაანძრია ფედერალურმა ხელისუფლებამ რუსეთში, გადააგდეს ევკუროვი ინგუშეთი პრეზიდენტი. მთელი სპეცრაზმი და პოლიცია ხალხის მხარეზე გადავიდა. რისი კაცები ხართ თქვენ? ბიძინას მონები ხართ. რომელ ბრძანებას ასრულებთ, რომაელმა ლეგიონერებმაც ბრძანება შეასრულეს, როცა ქრისტე გააკრეს ჯვარზე, ჩემთვის ქრისტე და სამშობლო ერთი და იგივეა. სამშობლოს აკრავთ თქვენ ჯვარზე. რომელ კანონს იცავთ, კობახიძის კანონს? სახელმწიფო გადატრიალებს აწყობდნენ, თურმე ახალგაზრდები. გავრილოვი ვინ ჩასვა იქ, ჩვენ ჩავსვით? ზვიად გამსახურდიას სავარძელში რა უნდოდა ვინმე გავრილოვს. ქართველების მოძულეს რა უნდოდა, პოლიციელებო, რატომ იჯდა ზვიად გამსახურდიას სავარძელში? ჩვენ ჩავსვით, ოპოზიციამ, თუ ამ ბავშვებმა ჩასვეს. მაგ თქვენმა ნაძირალა ბიძინამ ჩასვა და ასე გიპირებთ. წადით, დაიკერეთ რუსული პაგონები, რაღას ელოდებით. გადადით ლარსის ქედზე და დაგირიგებთ პუტინი ჩინ-მენდლებს. ვის ემსახურებით, ბიძინას? ბიძინაა თქვენი სამშობლო? ყველა როგორ გვჯობნის, გულგასიებული ვარ, რა ქნეს ინგუშმა პოლიციელებმა, მომიტინგეებთან ერთად ლოცულობდნენ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ  „კავკასიის“ ეთერში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ასე დაემუქრა ყოფილი პრეზიდენტი პოლიციელებს:

“მე მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს – ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად! დამთავრდა აქ ბაირამობა და ლობიოობა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მუქარის შემცველ გზავნილებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ამ აყროლებულმა მიშასგან მიიღო დავალება, რომ მოახდინონ დაპირისპირება პოლიციასთან. მოახდინონ პროვოცირება რიგითი პოლიციელების და კონფლიქტში შემოიყვანონ როგორც მხარე.

ანალოგიურად, დღეს, ამ საქონელის პარალელურად, იგივე განცხადებას აკეთებს ნიკა გვარამია და პოლიციელების, რომლებსაც ხუნვეიბინებად მოიხსენიებს, დამხობისკენ (!) მოუწიდებს მხარდამჭერებს!

თუ არ მოხდება ამ ფაქტების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, თუ არ გაკეთდება პრევენცია საერთ-ო ორგანიზაციებში და დიპლომატიურ კორპუსთან….მერე იქნება გვიან…” – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=vwMjW9Us4Gw&feature=emb_logo

სოციალისტი ვეთანხმები! ნუ წაუყურისძიერებთ ამ უნამუსოებს, ნუ წაუყურისძირებთ! ხელისუფალნო, მოიკრიბეთ გამბედაობა და დაიცავით სამშობლო მოძალებული შიდა მტრისაგან! ვიცი გერიდებათ უცხოეთის, თანამეგობრობად წოდებული კოლონიზატორების, მაგრამ გირჩევნიათ ჩვენ უბრალო ქართველი ხალის მოგერიდოთ! დაგვიცავით! პოლიციას დიდი მადლობა ქართული სახელმწიფოს ერთგულებისათვის! რაც შეეხება ამ მუქარებს სავსებით რეალურია, მაგრამ თუ კვლავ მედგრად დადგებით კანონის და სამართალის, ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე ეს ხარაბუზები ვერაფერს დაგაკლებენ! ქართველი ხალხის სიყვარული და პატივისცემა გარანტირებულია!
5 წლის უკან