მიხეილ ყაველაშვილი:  საზოგადოებას მიაწოდეს აზრი, რომ მაჟორიტარული სისტემა ჩამორჩენილია, მაშინ, როდესაც  წამყვანი ქვეყნები ამ სისტემაზეა (ვიდეო)

მიხეილ ყაველაშვილი:  საზოგადოებას მიაწოდეს აზრი, რომ მაჟორიტარული სისტემა ჩამორჩენილია, მაშინ, როდესაც  წამყვანი ქვეყნები ამ სისტემაზეა (ვიდეო)

რა რისკები აქვს პროპორციულ სისტემას ისეთი მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რატომ მაჟორიტარული სისტემა - ამ  თემაზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა  მიხეილ ყაველაშვილმა ტელკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად" ისაუბრა. 

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საზოგადოებას ისე მიაწოდეს აზრი, რომ მაჟორიტარული სისტემა ჩამორჩენილია, მაშინ, როდესაც  წამყვანი ქვეყნები ამ სისტემაზეა.

„საზოგადოებას მიაწოდეს აზრი, რომ მაჟორიტარული სისტემა ფეოდალიზმია. იმას არ ამბობენ, რომ სიით მეტი ისეთი ადამიანის გაყვანა შეიძლება,  რომელიც ხმის ამომღები არ არის" - განაცხადა ყაველაშვილმა.

თოქშოუში გაიხსენეს მიხეილ სააკაშვილის მიერ, 2011 წელს პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.

ერთერთ შეხვედრაზე სააკაშვილი  „რამდენიმე „რადიკალურ პარტიაზე" საუბრობს და „სისულელეს" უწოდებს მათ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რაიონებს პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი არ უნდა ჰყავდეთ და პარტიებმა თბილისში უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს მათი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში.