“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “2020NEWS“ -თან “მთავარი არხის” ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყენებულ პოსტს გამოეხმაურა.
პოსტში გვარამია აცხადებს, რომ “ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი) თავის ხუნვეიბიენებიან-მანქურთებიანად უნდა დაამხონ“.
ბერძენიშვილი სიტყვა “დამხობას“ მეტაფორას უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების გასტუმრების ხერხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიები იღებენ.
“ეს მეტაფორაა, მეტი არაფერი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური პარტიები“, - გვითხრა ბერძენიშვილმა.