თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს

პარტია “კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან “2020NEWS“-ს განუცხადა.

როგორც ჩარკვიანმა სააგენტოს განუცხადა, მას უკრაინაში ვიზიტი ჯერჯერობით, არ დაუგეგმავს, თუმცა გასაკვირი არ იქნება, თუ მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კიევში შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

“მიხეილ სააკაშვილთან რამდენჯერმე სატელეფონო საუბარი მქონდა, რაშიც განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ამ ეტაპზე სააკაშვილთან შეხვედრა არ დამიგეგმავს, მაგრამ თუ დავგეგმავ, გასაკვირი არ იქნება.

ბაგრატის ტაძართან გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად წარვადგინე და ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც დასავლეთთან ურთიერთობაში დიდი გამოცდილება აქვს, რატომ არ უნდა დაველაპარაკო?!

ხშირად ამბობენ, რატომ ჩავიდა გუბაზ სანიკიძე ყოფილ პრეზიდენტთანო, აბა სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის და სად უნდა შეხვედროდა?! სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა დაელაპარაკო“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კიევში, გიორგობას “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერები გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი შეხვდნენ. როგორც გუბაზ სანიკიძემ “2020NEWS“-ს განუცხადა, პოლიტიკოსებმა შეხვედრაზე საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება განიხილეს

სოციალისტი მოლოდეც ბატონო ყოფილო პრეზიდენტო, ეს უკვე დამჭკნარი ქალი როგორ შეაბი დაუსწრებლად?! ძალიან მაგარი ხარ! ჩამოვა მალე სტუმრად და გთხოვ იმედს ნუ გაუცრუებ!
5 წლის უკან