"თუ ხალხი დარწმუნდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია არჩევნების გზით, მაშინ მიმართავს უკიდურეს ზომებს" - ამის შესახებ "2020NEWS"-თან საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ნიკა გვარამიას პასუხად განაცხადა.
გოცირიძის თქმით, მას აქვს იმედი, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებს დათმობს და ძალადობრივი გზებით ხელისუფლებას შეცვლა არ გახდება საჭირო.
"ყველა ხელისუფლება თვითონ ჭედავს თავის ბედს. თუ ხალხი დარწმუნდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია არჩევნების გზით, მაშინ მიმართავს უკიდურეს ზომებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აქამდე არ მივა საქმე და ხელისუფლება მიიღებს იმ კანონს, რომლის მოთხოვნითაც არის გამოსული ხალხი ქუჩაში." - განაცხადა "2020NEWS"-თან საუბარსი რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დაამხონ“.
აი მაგ მციერე ჯგუფს უნდა გამორთვა "დიღმის სახლთან" მიერთებული კაბელიდან და მერე ვნახოოთ...