თალაკვაძეს გვარამიას გაჟღერებულ

თალაკვაძეს გვარამიას გაჟღერებულ "დამხობის" სცენარზე ეღიმება

"გვარამიას განცხადებას უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და ტელეკომპანია "მთავარი" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გამოეხმაურა.

"მართალი გითხრათ, არ წამიკითხავს მისი სტატუსი და სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ მის მედიასაშუალებას იყენებდა პილიტიკური მიზნებისთვის და სამწუხაროდ ამაზე თქვენ, ჟურნალისტებს არ გქონდათ შესაბამისი რეაქცია. მესმის თქვენიც. ამიტომ ჩვენ გვაქვს ამაზე რეაქცია. მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან ამბობს, რომ მედიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მედია უნდა იყოს თავისუფალი, ობიექტური და დამოუკიდებელი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ისეთი ჩარევისგან, რასაც ამ შემთხვევაში თქვენს მიერ დასახელებული ადამიანი ახორციელებს. მე ნიკა გვარამიას განცხადებას უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი“, - განაცხადა არცილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მოუწოდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დაამხოს.

 

„ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებია-მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ“, - წერს  გვარამია.