ნიკა გვარამია: უზურპატორი თავის მანქურთებიანად უნდა დავამხოთ

ნიკა გვარამია: უზურპატორი თავის მანქურთებიანად უნდა დავამხოთ

„ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებია-მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„მარტივად: სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს. საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე. ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ ! სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ“, – წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

 

სოციალისტი აი ოფოფიც გამოგოგმანებულა!!! რაო, რაო?! თქვენ ხართ მსოფლიო გლობალური ანტიადამიანური ლობის აგენტები საქართველოში. იღებთ რა დიდძალ დაფინანსებას, მოახერხეთ და გააბრიყვეთ ჩვენი ახალგაზრდების მცირე ნაწილი და 20 ივნისის მერე არბენინებთ ქუცა-ქუჩა და ასწავლით, როგორ იუზრდელონ, როგორ გავიდნენ საზოგადოებრივი მორალის ფარგლებიდან! თქვენ გინდათ გაათახსიროთ საქართველოს მომავალი ორი მიზეზის გამო: 1. მსოფლიო ლიბერასტული ლობი ამაში ყოველთვიურად, რეგულარულად იმდენს გიხდით, რომ მშრომელ ადამიანს იმის მეათასედიც კი სამუდამოდ სულს მოათქმევინებდა ანუ გაყიდული ხართ! 2. თუ შეძლებთ და ქვეყანას ბოლომდე გაათახსირებთ, გათახსირებულები თქვენიანებთან, გათახსირებულ გარემოში, თავს კომფორტულად იგრძნობთ!
5 წლის უკან