ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციას ქუჩაში დარჩენა არ აწყობს. ამის შესახებ მან “ტელეიმედი”-ს გადაცემა “არენა”-ში სტუმრობისას განაცხადა.
“შესაძლოა უცნაურ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ მათ არ აწყობთ ქუჩაში დარჩენა, არასწორი მოლოდინებით შევიდნენ ჩიხში და იციან, რომ ეს არის მათი თვითლიკვიდაცია, ამიტომ ჩვენ სუბიექტურად, როგორც პარტია “ქართულ ოცნებას” გვაწყობს, რომ ქუჩაში დარჩნენ, ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი ტელევიზიის ეთერის მეშვეობით მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ნუ ჩავჯდებით მათ სცენარში, 2020 წელს მივიღებთ ღირსეულ არჩევნებს და განვითარებას გავაგრძელებთ უფრო სწრაფი ტემპით, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ნაკლები” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.