რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც აკრიტიკებს პოლიტიკაში შვილების ჩართვას.
“პროტესტში მონაწილე აქტიური შვილების მშობლებს ვინც გვერჩით მანანისტობის დროიდან და მოტივით, თქვენი ნებაა. ათასი ტყუილიც გამიგია( 167 კგ ლევან ბერძენიშვილი რომ ტანკის ლიუკიდან ამოვიდა და ისე ხელმძღვანელობდა რუსთაველზე სამხედრო ოპერაციას.
ადამიანს აქვს უფლება, იყოს აკვიატებული და დაუჯერებელი, არარსებული “ფაქტებით” იკვებოს ათეული წლების განმავლობაში. მერე რა რომ კი იციან, რომ გადატრიალებას სამხედრო გადატრიალება დავარქვით პირველებმა და თოფი არ გვჭერია ხელში. არც ჩემი პრემიერი და გვარდიის უფროსები ყოფილან ამბოხებულები.
განა არ მესმის, რა ძნელია, იყო რეპრესიის მსხვერპლი მთელი 90- იანი წლების განმავლობაში. ამასთანავე- მართალი გზით სიარული ჯობია მაინც. რთულია ძალიან. ვისაც არ მიაჩნდა სწორად ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკური პოზიცია ამა თუ იმ ხელისუფლების მიმართ, ეს სხვა საკითხია, ლეგიტიმურია და ნორმალურია. პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს, ვისაც ჩამოყალიბებული, არამერკანტილური პოზიცია აქვს.
რაც შეეხება ჩვენს( საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი დედების და მამების) განცდებს, ქუჩაში შიშველი ხელებით რეპრესიულ მანქანასთან დაპირისპირებულ ახალგაზრდებს რომ ვხედავთ( ან ვერც ვხედავთ), შვილებისთვის პოლიტიკაში გზის გაკვალვას როგორ არქმევენ? რამ მოაფიქრებია, ვინც ამას ამბობს? არც შესაშურია ჩვენი მდგომარეობა და არც განსაკუთრებული….ჩვეულებრივი, ნორმალური, თავისუფალი შვილები გვყავს ცნობილებსაც და უცნობებსაც…
და არც გვკითხეს და არც უნდა ეკითხათ ზრდასრულ ადამიანებს, როდის სად იქნებიან, რას და რამდენს გარისკავენ ….მათი არჩევანია, მყარი თავისუფალი არჩევანი!!! მე მეიმედება ყველა თქვენგანის შვილი და შვილიშვილი, ვინც ღირებულებების და ცოდნის მატარებელია. ერთნი არიან ჩვენი შვილები- ერთი თაობაა, დამოუკიდებელი საქარათველოს პირველი და საუკეთესო, თავისუფალი და მცოდნე თაობა!!! თქვენსავე შვილებს ნუ ჩააგდებთ ამ ღვარძლით უხერხულ მდგომარეობაში.
P.S. ჩვეულებრივ პროტესტის მონაწილე ახალგაზრდების მშობლებს( უკლებლივ ყველას, სხვადასხვა ფორმით და ინტენსივობით) ერთსა და იმავეს გვეუბნებიან : “ის ურჩევნია მამულსაო…” .გვსიამოვნებს, კი. ოპოზიციური განწყობის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანების დიდი უმრავლესობაც შეგვკრა შვილების საქციელმა, თავისუფლების ჟინმა, თავგანწირვამ ( ბიძინა რომ შოკში ჩააგდო საჯაროდ)
ჰიპერკრიტიკულებიც კი მოალბეს ჩვენმა შვილებმა. მათგან გვესმის: ” არა, შვილი კი კარგი გაგიზრდია” ჰოდა, მით უმეტეს, უხერხულია ბოღმის ნთხევა ზოგისგან- “მაგის შვილი კარგი როგორ იქნება” სტილში….არადა, არიან”– წერს დავით ბერძენიშვილი.