გია გაბრიჭიძე: პირდაპირ ვიტყვი.... ხალხი მოითხოვს ნორმალურ ცხოვრებას

გია გაბრიჭიძე: პირდაპირ ვიტყვი.... ხალხი მოითხოვს ნორმალურ ცხოვრებას

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

პირდაპირ ვიტყვი, რომ სამოქალაქო დაპირისპირება აქტიურ ფაზაში შევიდა!

დიახ, აქტიურ ფაზაში და საბედნიეროდ ისეთი სახის მსხვერპლი არ გვყავს, როგორც კიევში გაქცეულ "ბელადს" უნდა თუნდაც ორი გვამის სახით და ეს მსხვერპლი არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ექსტრემისტებს ამის შესაძლებლობა არა აქვთ. არ ჰყავთ ხალხი, არა აქვთ იარაღი და პოლიცია ამ მიმართულებით მაქსიმალურად აკონტროლებს სიტუაციას.

სამაგიეროდ გვყავს ფორსირებული ბულინგის მსხვერპლი ადამიანები, ნორმალური ცროვრების რიტმიდან ამოვარდნილი მოქალაქეები, მუდამ დაძაბულობაში მყოფი ახალგაზრდები და ზოგიერთი მედიისგან ტერორში მყოფი მოსახლეობა.

მე პირადად ზოგიერთი ე.წ. "მედიის" წარმომადგენლების მიერ "გაკეთებული" სიუჟეტების ნახვის დროს მიჩნდება შეგრძნება, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში კი არ ვცხოვრობ, არამედ 1933 წლის ბერლინში და ვარ რემარკის "სამი მოგობარის" გმირი გოტფრიდ ლენცი.

ვარ ბერლინში სადაც ქუჩებში დაუსჯელად დათარეშობენ ყავისფერ-ხალათიანთა რაზმები, ტერორში ამყოფებენ ქალაქს და წუთი-წუთზე ველოდები როდის დაიწყება მაღაზიების დარბევა.

ხელისუფლება კი ამ განუკითხაობის აღსაკვეთად ხისტი განცხადებების გარდა არაფერს აკეთებს.

ხალხი მოითხოვს არა ექსტრემისტულ დემოკრატიას, არამედ კანონის უზენაესობას. ხალხი მოითხოვს არა შარლატანების ლოზუნგებს, არამედ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. ხალხი მოითხოვს ნორმალურ ცხოვრებას