გია ხუხაშვილი: რიგგარეშე არჩევნები ხელისუფლების ამოცანაა

გია ხუხაშვილი: რიგგარეშე არჩევნები ხელისუფლების ამოცანაა

“2020NEWS“ -მა პოლიტიკის ექსპერტს, გია ხუხაშვილს ჰკითხა, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება ქმნის თუ არა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინაპირობას?!

ხუხაშვილის თქმით, შესაძლოა, პროცესები სწორედ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით დამთავრდეს.

“ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ესკალაცია ხელოვნურად ხელისუფლების მიერ ხორციელდება. მთავარი ამოცანა რიგგარეშე არჩვენების ჩატარების არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნოს არსებული საარჩევნო სისტემა, ანუ საზოგადოების გადაგდება ოფიციალურად გააფორმოს. მმართველ პარტიას სურს, მაჟორიტარების მეშვეობით არჩევნები იყიდოს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.